Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

10 თვისება, რომლებიც პიტნას უნიკალურ პროდუქტად აქცევს

May 26, 2023
10 თვისება, რომლებიც პიტნას უნიკალურ პროდუქტად აქცევს

ხსნის მუცლის სპაზმს.
პიტნა ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და სპაზმის მოხსნას. ამიტომ, მუცლის ტკივილის დროს შეგიძლიათ დალიოთ პიტნის თბილი ჩაი .

ეფექტურია ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის
პიტნას საკმაოდ ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. რეგულარული მოხმარების შემთხვევაში, ორგანიზმს ეხმარება ინფექციური და სოკოვანი დაავადებების ადვილად გადატანაში.

“ებრძვის” მღრღნელებს.
თუ სახლის ან აგარაკის გარშემო ან წინ პიტნას დარგავთ, თაგვები და ვირთხები ახლომახლოს აღარ გამოჩნდებიან.

ამშვიდებს დაღლილ ფეხებს.
თუ მთელი დღე ფეხზე დგომა ან ბევრი სიარული გიწევთ, მოამზადეთ დამამშვიდებელი სკრაბი: დაჭრილი პიტნა შეურიეთ ზღვის მარილს და ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს, დაიზილეთ ტერფები ამ ნარევით, შემდეგ ჩამოიბანეთ.

ამსუბუქებს თავის ტკივილს
თავის ტკივილი ხშირად სისხლძარღვების სპაზმითაა გამოწვეული. ისევე, როგორც მუცლის ტკივილის დროს, აქაც დაგეხმარებათ ცხელი ჩაი პიტნით.

სურდოთი გამოწვეული ცხვირის “დახშობის” დროს
თუ ცხვირით სუნთქვა სურდოს გამო გიჭირთ, მოამზადეთ პიტნის ნაყენი და ჩაიტარეთ ინჰალაცია, ეფექტი ისეთივეა, როგორც ცხვირის წვეთების გამოყენების დროს, თუმცა უფრო ნატურალური.

სტრესის მოხსნა
პიტნა არაჩვეულებრივი მსუბუქი დამამშვიდებელია, რომელიც სტრესის მოხსნასა და დაძაბულობის შეგრძნების გაქრობაში დაგეხმარებათ.

საკმაზი სალათებისთვის
თუ გსურთ ბოსტნეულის სალათებს მრავალფეროვნება შესძინოთ, დაამატეთ ცოტაოდენი ცოცხალი პიტნა.

დაამატეთ სახლში კოსმეტიკურ პროდუქტში.
თუ სახლში თავად ამზადებთ საპონს, კრემს ან შამპუნს, დაამატეთ რამდენიმე წვეთი პიტნის ზეთი. სხვათაშორის, ზეთის დამატება ქარხნული წესით დამადებული კრემებშიც შეიძლება.

პიტნის ყინული
თუ პიტნა გიფუჭდებათ, მოამზადეთ ყინული კუბები მისი ფოთლებით. შემდეგ ეს ყინული ჩაყარეთ ლიმონათში, ცივ ჩაიში, კოქტეილში – ლამაზიცაა და გემრიელიც.

სასიამოვნო არომატისთვის
მოაყარეთ ხალიჩას ხმელი პიტნისა და სოდის ნარევი და დატოვეთ ერთი საათი, შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ოთახში სისუფთავისა და სიმყუდროვის სურნელი დადგება.

წყარო – gemrielia.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან „ევროპის მოედნის“ მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
  • ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს – “მეტრონომის” ფოტოკოლაჟი
  • ავლაბრიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge