Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ უნდა მოამზადოთ ტუჩის დამატენიანებელი მარტივი ნიღბები

May 25, 2023
როგორ უნდა მოამზადოთ ტუჩის დამატენიანებელი მარტივი ნიღბები

ტუჩის კანი, ნაზი და მგრძნობიარეა. ამიტომ, როდესაც სახეზე წაისვამთ მკვებავ ან დამატენიანებელ ნიღაბს, გადაისვით ის ტუჩებზეც ან გამოიყენეთ ის ნიღბები და მკვებავი კრემები, რომლებსაც თვალების ირგვლივ ხმარობთ, რადგან ტუჩების კანი სტრუქტურით თვალების ირგვლივ არსებული კანის მსგავსია.

გამომშრალი და გაუხეშებული კანის დასარბილებლად სახლიდან გასვლამდე, დაახლოებით, ნახევარი საათით ადრე ტუჩებზე წაისვით მცენარეული ზეთი – მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნის ან ქაცვის. შეიძლება, გამოიყენოთ, ასევე, ნაღების კარაქი, არაჟანი, ვაზელინი, ზეთოვანი A და E ვიტამინები. გასვლის წინ ტუჩები ხელსახოცით შეიმშრალეთ და წაისვით პომადა ან ტუჩის ჰიგიენური ბალზამი. იგივე პროცედურა გაიმეორეთ ძილის წინაც.

თუ ტუჩები გექერცლებათ, კარგი იქნება თაფლით ან ნაღების კარაქით დაზელვა – ნაღების კარაქი ან თაფლი სუფთა კბილის ჯაგრისზე წააცხეთ და ტუჩები ფრთხილად დაიზილეთ. ტუჩები რომ არ გამოგიშრეთ, სვით მეტი წყალი, არანაკლებ 2 ლიტრი დღეში. ასევე, შინიდან გასვლის წინ ყოველთვის წაისვით ტუჩების ჰიგიენური ბალზამი. თუ ტუჩებს ყოველდღიურად დაიმასაჟებთ, ისინი უფრო კაშკაშა და ფუმფულა გახდება. მასაჟის გაკეთება შეიძლება ახალი კბილის ჯაგრისით ან თითზე დახვეული ხაოიანი პირსახოცით. წაისვით ტუჩებზე სახისთვის განკუთვნილი ბალზამი ან კრემი და წრიული მოძრაობით ფრთხილად შეიზილეთ.

გთავაზობთ სახლის პირობებში მარტივად მოსამზადებელ ტუჩის ნიღბებს:

ხაჭოს ნიღაბი – ნახევარ ჩაის კოვზ ცხიმიან ხაჭოს შეათქვიფეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები და წაისვით ტუჩებზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ვაზელინი ან ჰიგიენური ბალზამი. ნაღების ნაცვლად ხაჭოს შეგიძლიათ, შეურიოთ მცენარეული ზეთი, რძე, სტაფილოს, კიტრის ან ჭარხლის წვენი.

ვაშლის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ გაფცქვნილ და გახეხილ ტკბილ ვაშლს შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, წაისვით ტუჩებზე და 15 წუთით გაიჩერეთ. ეს ნიღაბი ტუჩებს კვებავს, ანოტიოებს და არბილებს.

თაფლის ნიღაბი – მშრალი ტუჩებისთვის, რომელიც მუდმივად იქერცლება, კარგია თაფლი. მისი გამოყენება შეიძლება როგორც მკვებავ ნიღბად, ასევე სკრაბადაც. წაისვით ტუჩებზე და 5-10 წუთის შემდეგ თითით მსუბუქად შეიზილეთ, მერე კი ჩამოიბანეთ.

არაჟნისა და ლიმონის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ არაჟანს დაუმატეთ 3 წვეთი ლიმონის წვენი და ამდენივე მცენარეული ზეთი. სქლად წაისვით ტუჩებზე და 20 წუთი გაიჩერეთ.

ოჯახის პირობებში, ასევე, შეგიძლიათ, მარტივად მოამზადოთ ტუჩის მალამო, ბალზამი და პილინგი:

თაფლისა და კაკაოს მალამო – დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი თაფლის სანთელი, 1 ჩაის კოვზი კაკაოს ცხიმი (მის ნაცვლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ 1 სადილის კოვზი ქაცვის ან ზეითუნის ზეთი), 1 ჩაის კოვზი ვაზელინი და 1 სადილის კოვზი გვირილის ნახარში. წყლის აბაზანაში გაადნეთ თაფლის სანთელი, დაუმატეთ კაკაოს ცხიმი ან მცენარეული ზეთი, ვაზელინი და გვირილის ნახარში. კარგად აურიეთ, გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და თქვიფეთ მიქსერით, სანამ კარგად არ გაცივდება. სასურველია, ეს მალამო წაისვათ დღეში რამდენჯერმე, განსაკუთრებით სახლიდან გასვლის წინ.

ცვილის ბალზამი – ცეცხლზე გაალღვეთ სამი ჩაის კოვზი თაფლის ცვილი. დაუმატეთ რვა ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი და სამი კაფსულა E ვიტამინი.

შაქრის პილინგი – პომადა რომ უკეთ განაწილდეს, ტუჩების ზედაპირი გლუვი უნდა იყოს. ამისათვის საჭიროა, კვირაში ერთხელ გამოიყენოთ სკრაბი – ერთი სადილის კოვზი შაქარი და სამი სადილის კოვზი თაფლი აურიეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და რამდენიმე წუთით მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ. წაისვით ტუჩებზე, გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი და ჩამოიბანეთ.

წყარო: თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავლაბრიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
  • „ყველაფერი მოხდა ასე…“ – რას ჰყვება თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს, „ექსპო-ჯორჯიაში“ მომხდარი დაპირისპირების შესახებ?
  • „ფეხი არ დაუცდეთ…“ – ვისზე საუბრობს ირაკლი კობახიძე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge