Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ მოქმედებს გაზაფხული ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და როგორ უნდა დაიცვათ ფსიქიკური ჰიგიენა

May 24, 2023
როგორ მოქმედებს გაზაფხული ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და როგორ უნდა დაიცვათ ფსიქიკური ჰიგიენა

როდესაც ცივი თვეებს შედარებით თბილი თვეები ანაცვლებს, ჩვენ იძულებულები ვართ
რუტინაში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. მაგრამ, ხშირად, ამ დროს ადამიანს სეზონური დეპრესია იპყრობს.

ფსიქიკური დარღვევები, რომლებსაც ადამიანები განიცდიან წლის ამ დროს:

შფოთვა.

ბიპოლარური აშლილობა – მწვავდება გაზაფხულზე. სიმპტომები მოიცავს უძილობას, გონებაგაფანტულობას, წვრილმანებზე გაღიზიანებას, იმპულსურობას.

სეზონური აფექტური აშლილობა – ეს არის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს როგორც დეპრესიის ეპიზოდები, ასევე მანიის და შფოთვის შემთხვევები. სიმპტომები მოიცავს უზომო ჭამას, ენერგიის ნაკლებობას, დაბალ თვითშეფასებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, დოფამინისა და სეროტონინის ნაკლებობას.

ნაბიჯები ფსიქიკური ჰიგიენისკენ

გაზაფხულის თვეები შეიძლება გახდეს მღელვარე და დამღლელი, აქ მოცემულია რამდენიმე გზა თქვენი ფსიქიკური ჰიგიენის შესანარჩუნებლად ამ რთულ პერიოდში:

ფსიქიკური ჰიგიენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ჰიგიენა. ეს ნიშნავს დროის დახარჯვას თქვენი ემოციების, აზრების ან გარკვეული სიტუაციების გადასამუშავებლად. შეგიძლიათ, გაახანგრძლოვოთ შეხვედრა თერაპევტთან, რათა ისაუბროთ თქვენს გრძნობებზე, ან უბრალოდ ჩაწერეთ ემოციები ფურცელზე, რათა თავი უფრო მსუბუქად იგრძნოთ.

ბევრი ექსპერტი რეკომენდაციას უწევს ორი სიის შედგენას. პირველი შეიცავს იმას, რისი კონტროლიც ახლავე შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში და მეორე არის ის, რაც არ არის თქვენი კონტროლის ქვეშ.

გაასუფთავეთ თქვენი სივრცე, იქნება ეს თქვენი ოთახი თუ სამუშაო ადგილი. დასუფთავება ყოველთვის გაგრძნობინებთ მოტივაციას და გეხმარებათ გონების განტვირთვაში.

წაიკითხეთ წიგნები და შეასრულეთ ის აქტივობები, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ეს შეიძლება იყოს მხატვრობა, კითხვა, მუსიკის მოსმენა.

კარგია დასვენება.

საკვები, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა

დღის განმავლობაში მიღებული საკვებუდიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს. ნახშირწყლებით სავსე, ცხიმიანმა საკვებმა შეიძლება გაგიჩინოთ დაღლილობის განცდა, აქ მოცემულია ჯანსაღი საკვების ჩამონათვალი, რომელიც ხელს უწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობას:

თხილეული – ისინი ომეგა 3-ისა და ცხიმოვანი მჟავების შესანიშნავი წყაროა და შეუძლიათ დეპრესიული ეპიზოდების შემსუბუქება. თხილში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს თავის ტვინში დოფამინისა და ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებას. ისინი ასევე ხელს უწყობენ პარკინსონის დაავადების პრევენციას.

იოგურტი – იოგურტში შემავალი პრობიოტიკები ამცირებენ შფოთვასა და სტრესს, რაც უზრუნველყოფს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას. ის ასევე უზრუნველყოფს მაგნიუმისა და კალიუმის მიღებას.

პომიდორი – პომიდორი ხელს უწყობს ტვინის დაავადებების პრევენციას, უჯრედების ზრდას, აძიერებს მეხსიერებას, კონცენტრაციასა და ლოგიკურ უნარებს. პომიდორში შემავალი ანტიოქსიდანტი, წითელი ფერის ლიკოპენი, აუცილებელი საკვები ნივთიერებაა.

მთლიანი მარცვლეული – მთლიანი მარცვლეული, როგორიცაა ლობიო, სოიო, შვრია და ბრინჯი, გეხმარებათ ენერგიის მომარაგებაში. მათში შემავალი რთული ნახშირწყლები, რომლებიც ზრდის გლუკოზის დონეს, მოქმედებს როგორც სტაბილური ენერგიის წყარო და ამცირებს დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებს. პროტეინებთან ერთად მიღებისას ისინი ჯანსაღ და დაბალანსებულ დიეტას ქმნიან

შავი შოკოლადი – სუფთა კაკაოსგან დამზადებული შავი შოკოლადი შეიცავს ფლავონოიდებს – ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უწყობს ყურადღების, მეხსიერების, შემეცნებითი უნარებისა და გუნება-განწყობის ამაღლებას.

წყარო: მკურნალი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აფსუს, ჩემო ამაყო და მუდამ თავისუფლებისთვის შემართულო საქართველოვ, როგორ მოვახერხეთ და მსოფლიო გადავიკიდეთ…” – საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში
  • „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა“ – ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას
  • რატომ არ არის მიწვეული საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე? – გერმანიის ელჩის განმარტება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge