ამერიკელი ინფექციონისტის, დენა გრეისონის თქმით, COVID-19-მა მამაკაცებში, შესაძლოა, ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს. ინფორმაციას NBC-ი ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის მკურნალობა გაუმჯობესდა და ვაქცინაც უკვე გზაშია, ვირუსის მსუბუქმა შემთხვევებმაც კი შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ერთ-ერთია ერექციული დისფუნქცია“ – აცხადებს დენა გრეისონი.