ლა ლიგის გასულ ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა.
შეხვედრის დამატებით დროში ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა. ქართველი მეკარე თავის თანაგუნდელს გამოექომაგა, რომელსაც მანამდე „რეალის“ ვარსკვლავი, ვინისიუს ჟუნიორი დაუპირისპირდა.
მსაჯმა ვინისიუსი მოედნიდან გააძევა. ბრაზილიელი შემტევი „ვალენსიას“ გულშემატკივრებსაც დაუპირისპიდა. ის ტიფოზებს რასიზმში დებდა ბრალს.
ვინისიუსმა რასიზმის თემაზე თამაშის შემდეგაც ისაუბრა.
აღნიშნულს გამოეხმაურა გიორგი მამარდაშვილი. ქართველმა გოლკიპერმა აღნიშნა, რომ ის მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას ცდილობდა. მამარდაშვილმა საჯაროდ დაგმო რასიზმი.
გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა „ნაპოლის“ ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ.
„მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი , კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, @vinijr შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს…“ , – აღნიშნულია ხვიჩას პოსტში.
შეგახსენებთ, აღნიშნულ შეხვედრაში მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „ვალენსიამ“ „რეალი“ 1:0 დაამარცხა.
View this post on Instagram