მზარდი მთვარე – 1 ივნისიდან 3 ივნისამდე
სავსე მთვარე – 4 ივნისი
კლებადი მთვარე – 5 ივნისიდან 17 ივნისამდე
ახალი მთვარე – 18 ივნისი
მზარდი მთვარე – 19 ივნისიდან 30 ივნისამდე
სავსე მთვარის დროს ადამიანებს სწავლის, შემეცნებისა და აზროვნების უნარები კიდევ უფრო მეტად უაქტიურდებათ. ამიტომაც, შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. თუ დიდი ხანია, რომელიმე ტრენინგზე, მასტერკლასზე დასწრება გინდოდათ, ამ დღეს დარეგისტრირდით. წარმატების გაცილებით მეტი შანსია. შეცვალეთ კვებითი ჩვევები, დაიწყეთ ვარჯიში. ასევე, შეგიძლიათ, ბოლომდე მიიყვანოთ ის საქმე, რაც დასასრულებელი გქონდათ. ამ დღეს მოტივაციასა და შემართებას იგრძნობთ.
ახალი მთვარე კი ტყუპების ნიშანში იქნება. შესაძლოა, ამ დღეს მოგინდეთ, რომ ყველა საქმე უგულებელყოთ, დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულოთ. არ არის გამორიცხული, ამის გამო კონფლიქტი შეგექმნათ. ამავდროულად, ახალი მთვარის დროს ემოციური ფონიც მომატებულია, ამიტომაც შეეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ.
ითვლება, რომ მზარდი მთვარის პერიოდი მთელი თვის განმავლობაში ყველაზე ხელსაყრელია. ამ დღეებში ყველაფერი გამოგივათ და თქვენი ყოველი წამოწყება წარმატებული და იღბლიანი იქნება. ამიტომაც, თუ დიდი ხანია, საკუთარი ბიზნესის დაწყებას, საქმის განვითარებას, ახალი ცოდნის მიღებას, საკუთარი თავის გარდაქმნას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და მოლაპარაკებების წარმართვას გეგმავთ, ეს დღეები შესანიშნავია. დიდ ენერგიას იგრძნობთ და ნახავთ, რომ ახლა იმაზე მარტივად გამოგდით ყველაფრის გაკეთება, ვიდრე სხვა პერიოდში. კარგი შანსი გაქვთ, თქვენი ნიჭი, შესაძლებლობები, უნარები გამოავლინოთ და საზოგადოების წინაშე საკმაოდ თავდაჯერებულად წარდგეთ.
კლებადი მთვარის დროს კი შეეცადეთ, უფრო მეტი დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. თქვენს შინაგან ემოციებს ჩაუღრმავდეთ, დაფიქრდეთ, რა გიშლით ხელს წარმატებასა და ბედნიერებაში. დაუბრუნდეთ საყვარელ ჰობის, გაატაროთ დრო ძვირფას ადამიანებთან და სასიმოვნო ენერგიით დაიმუხტოთ.
