სსიპ ქალაქ ბათუმის # 17 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“სსიპ-ქალაქ ბათუმის N17 საჯარო სკოლა მოსწავლეს გლობს.გარდაიცვალა სკოლის VII-გ კლასის მოსწავლე მარიამ ბირჩაძე.სასკოლო საზოგადოების თითოული წევრი ამ ტრაგედიის გამო უდიდეს გულისტკენას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.
სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის მოსწავლის მარიამ ბირჩაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.განისვენოს იქ,სადაც მარტალნი განისვენებენ.
“შენს წილ წუთისოფელს, გასავლელ გზას შენეული სხივი მოაკლდა და ზეცას შეემატა… სიტყვა უძლურია და მაინც… ძვირფასო მარიამ, წინ მარადისობაა – ეს ის ნუგეშია ოჯახს, მეგობრებს, ყველას – უშენოდ ცხოვრების გაგრძელებაში რომ უნდა მიეშველოს…გვიყვარხარ, უფრო გულწრფელად და უფრო მეტი ტკივილით…”
“გული მტკივა და სული მეწვის, ჩემო მუდამ პოზიტიურო, სიცოცხლით სავსე გოგო… ყველას გვიჭირს ამ საშინელების დაჯერება. შენი მეგობრები განადგურებულები არიან… ვლოცულობთ შენი ლამაზი სულისთვის. უფალს ებარებოდე ჩვენო ლამაზთვალებავ… მუდამ ჩვენს გულებში იქნები”
