American Idol 2023 დასრულდა. ნუცა ბუზალაძემ ამერიკული პროექტის ფინალზე მსოფლიო ვარსკვლავთან კაილი მინოუგთან ერთად იმღერა. შოუს დასრულების შემდეგ ნუცამ მეწყვილისგან საჩუქარიც მიიღო.
ცოტა ხნის წინ ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეო განათავსა, სადაც ჩანს თუ რა ხდებოდა დარბაზში, როცა ქართველმა მომღერალმა კაილი მინოუგთან დუეტი დაასრულა
“კულისებში @kylieminogue და @katyperry
ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს რეალურია, მაგრამ მჯერა, რომ როცა ბევრს მუშაობ შენი ოცნებებისთვის, ის რეალობად იქცევა!!!
მადლობა ჩემს @americanidol-ის ოჯახს და ჩემს საოცარ თაყვანისმცემლებს 🥹♥️ მე თქვენ მიყვარხართ” – წერს ნუცა ვიდეოს აღწერაში
View this post on Instagram
