Saturday, May 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ოჯახში ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს და შვილებიც გვეყოლება“ – რატი გაჩეჩილაძე

May 22, 2023
“ოჯახში ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს და შვილებიც გვეყოლება“ – რატი გაჩეჩილაძე

მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძეს უკრაინელი მეუღლე ჰყავს, სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავე კარინა ლისენკო.

როგორია სტუდია “თელას” ხელმძღვანელის და გამორჩეული მოცეკვავის შემოქმედებითი და ოჯახური ცხოვრება, ამაზე რატი გაჩეჩილაძე ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს ნაწყვეტს უცვლელად:

„მამა ყოველთვის ამბობდა, კარგი მეწყვილის პოვნა უფრო ძნელია, ვიდრე კარგი მეუღლისო. ჩემი აზრით, მამამ პირველად ნამდვილად კარგი მეწყვილე აღმოაჩინა დედაჩემის სახით, ვინც დაუდგებოდა გვერდით. დედა კარგი მეგობარიც იყო მისი, საუკეთესო მეწყვილეც და შესანიშნავი ბიზნესპარტნიორიც. მამამ გააკეთა სწორი არჩევანი, მან ჯერ მეწყვილე აირჩია, შემდეგ განვითარდა მათი სიყვარული, შექმნეს ოჯახი და არაჩვეულებრივი მშობლები იყვნენ.

დედას სუპერქალს ვეძახდი. დილით, როცა გავიღვიძებდი, საოჯახო საქმეები დამთავრებული ჰქონდა და მოწესრიგებული, გაპრანჭული სტუდიისკენ მიიჩქაროდა. როგორ ასწრებდა ამ ყველაფერს, ნამდვილად არ ვიცი.

– მამის შეგონება – მთავარი მეწყვილის პოვნა, ცხოვრებაში გამოგადგათ, რადგან თქვენი ცოლიც, კარინა, ჯერ თქვენი მეწყვილე იყო.

– დიახ, კარინა საქართველოში ჩამოვიდა პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეობის მისაღებად. მას გიგი იცნობდა. შემდეგ, როცა ჩემთვის მეწყვილის შერჩევის საკითხი დადგა, გიგიმ კარინას კანდიდატურა შემომთავაზა. ის თავდაპირველად ათი დღით ჩამოვიდა, რათა მოგვესინჯა, რამდენად შევეწყობოდით ერთმანეთს სიმაღლეში, ცეკვაში. კარგად შევეწყეთ. ჩემი მშობლებივით ჩვენც ჯერ საქმემ დაგვაკავშირა. ისიც თავის პროფესიაზე შეყვარებულია. შემდეგ მოვიდა სიყვარული, რომელიც საკმაოდ დიდ დროში გამოვცადეთ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიქორწინეთ.

– პროფესიონალი მოცეკვავეები, როგორც წესი, მოგვიანებით გადაწყვეტენ ხოლმე შვილის ყოლას. ამ მხრივ ხომ არ არის სიახლე თქვენს ოჯახში?

– ოჯახში ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. საერთოდ, პირად თემებზე ნაკლებად ვსაუბრობ, რაც მთავარია, მე და კარინას ბედნიერი ოჯახი გვაქვს და მომავალში შვილებიც გვეყოლება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
  • სუს-ში დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი ჩაინიშნა
  • აშშ-მა 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ირანული კრიპტოვალუტის კონფისკაცია მოახდინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge