მეორე დღეა რუსული მედია დიანა ღურწკაიას მეუღლის პიოტრ კუჩერენკოს გარდაცვალების შესახებ წერს.
ქართული წარმომავლობის მომღერლის მეუღლე, პროფესიით იურისტი, რუსეთის უმაღლესი განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გახლდათ.
იგი გარდაიცვალა კუბადან მოსკოვში დაბრუნდების დროს, თვითმფრინავში.
“46 წლის პიტრის სიკვდილმა გააკვირვა ყველა, ვინც მას იცობდა”, – წერს რუსული მედია.
“დიანა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ტელეფონზე მისმა მისმა ძმამ რობერტმა გვიპასუხა, რომელმაც გვითხრა “დავიღუპეთ“. შემდეგ კი გავიგე დიანას ტირილის ხმა. მას გული ძალიან სტკივა“, – ამბობს, მედიასთან ოჯახის ახლობელი.

”მინდა გითხრათ არც თუ ისე კარგი ამბავი ჩემი ოჯახის შესახებ. 20 მაისს მამა გარდაიცვალა. ძალიან ახალგაზრდა იყო. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ვინც მომწერა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. Მე მიყვარს ყველა. დააფასეთ თქვენი საყვარელი ადამიანები და უთხარით მათ, რომ გიყვართ ისინი. დააფასეთ მათთან ერთად ყოველი წამი, ცხოვრება სასტიკი რამ არის. არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს”, – ციტირებს გამოცემა დიანა ღურწკაიასა და პიოტრ კუჩერენკოს ერთადერთი ვაჟის, კონტანტინეს სიტყვებს.
წყარო: ambebi.ge
