Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„წაიღონ და მიაკრან პუტინს“ – ოზურგეთში მოსახლეობა მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს

May 22, 2023
„წაიღონ და მიაკრან პუტინს“ – ოზურგეთში მოსახლეობა მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს

ოზურგეთში დღემდე არსებობს მოსკოვის ქუჩა, რომლის სახელის გადარქმევის მოთხოვნით, ქუჩის მცხოვრებლებმა  ოზურგეთის საკრებულოს ჯერ კიდევ 2019 წელს პეტიციით მიმართეს.

„მიუხედავად პატივისცემისა, იმ ქვეყნის ნეიტრალური და არაიმპერიალუსტური აზროვნების მქონე ადამიანთა მიმართ, რომლის დედაქალაქის სახელსაც ატარებს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი პატარა ქუჩა, მიზანშეწონილია, მოხდეს მისთვის სახელწოდების ცვლილება და დაერქვას ის სახელი, რომელიც ჭეშმარიტად გამოხატავს კონკრეტულ ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების ანარეკლს,“ _ ნათქვამი იყო  პეტიციაში.

განცხადების ავტორები ქუჩისთვის ბენია ჩხიკვიშვილის სახელის დარქმევას ითხოვდნენ.

თუმცა მალე აზრი ორად გაიყო და  გადასძალა კიდეც იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც სახელის გადარქმევის წინააღმდეგი იყვნენ.

რას ფიქრობენ დღეს ამ ქუჩის მცხოვრებლები?

„გურია ნიუსი“ მათ გაესაუბრა.

_ არ გამაგონოთ ეგ  სახელი. წაიღონ და მიაკრან პუტინს უკან, ვისაც ასე ძალიან უყვარს. დაწერე პირველ რიგში ჩემი სახელი და გვარი. ამ ქუჩაზე ვცხოვრობ და მოვითხოვ , გადაერქვას და არ გამაგონონ ამაზე მეტი საუბარი. არ მჭირდება აქ იმპერიის დედაქლაქის სახელი,_ გაბრაზებული, კატეგორიული ტონით საუბრობს  ოზურგეთელი გოჩა მიროტაძე, რომელიც მოსკოვის ქუჩაზე ცხოვრობს.

_შენ რა გინდა? პუტინი არაა, ბატონო, მოსკოვი. სახელმა რა დაგვიშავა? არ გვინდა გადარქმევა. დარჩეს ასე. მეც ამ ქუჩის მცხოვრები ვარ და ვითხოვ, არ გადაერქვას, – გვითხრა ქალბატონმა მარინა გოგიბერიძემ. მან თქვა ისიც, რომ ოჯახის წევრებიც, რომლებიც მის გვერდით იდგნენ, ყველა წინააღმდეგია სახელის გადარქმევის.

აქ, მოსკოვის ქუჩაზე  მცხოვრები გურულები ხუმრობასაც არ იშურებენ:

-აგერ, ხომ ხედავ, მდინარე მოსკოვივით, ეს მდინარე ნაბჟუარაც შუაში მიუყვება  ქუჩას. აბა, რაა, – მიუთითებენ ქუჩის კვეთაზე მდებარე პატარა მდინარეზე და მასზე არსებულ ხიდზე.

ოზურგეთულ მოსკოვის ქუჩაზე ორიგინალურად  გაფორმებული,  ხვიარა მცენარეების მწვანე საფარში ჩაფლული სახლიც ვნახეთ და ასევე მრავალი ყვავილნარით  დამშვენებული კარმიდამო.

„წაიღონ და მიაკრან პუტინს“ - ოზურგეთში მოსახლეობა მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს

„წაიღონ და მიაკრან პუტინს“ - ოზურგეთში მოსახლეობა მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს

„წაიღონ და მიაკრან პუტინს“ - ოზურგეთში მოსახლეობა მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს

 

წყარო: gurianews.com

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს
  • საბანკო სესხებზე ცვლილებაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებს
  • 15 წლის გოგო მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა – ტრაგედია ოჩამჩირეში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge