ჩხარის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ჩხარის N1 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კურსდამთავრებულის, მარიამ ფანჩულიძის, გარდაცვალების გამო. მარიამი იყო საოცრად კეთილშობილი, ნიჭიერი, სათნო, ბევრი ადამიანური ღირებულებით შემკობილი ახალგაზრდა. დაუჯერებელია და განსაკუთრებით რთულია ჩვენი სკოლისთვის მასზე წარსულში საუბარი. თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს!”
