Thursday, July 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უთანხმოებები პირად ურთიერთობებში, ფინანსური არასტაბილურობა და დაბრუნება წარსულში დატოვებულ ადამიანთან თუ საქმესთან – რას უნდა ველოდოთ 2023 წლის ზაფხულში რეტროგრადული ვენერასაგან

May 19, 2023
უთანხმოებები პირად ურთიერთობებში, ფინანსური არასტაბილურობა და დაბრუნება წარსულში დატოვებულ ადამიანთან თუ საქმესთან – რას უნდა ველოდოთ 2023 წლის ზაფხულში რეტროგრადული ვენერასაგან

ასტროლოგიაში პლანეტა ვენერა სიყვარულზე, სილამაზეზე, ჰარმონიაზე, დიზაინზე, ხელოვნებასა და მატერიალურ ფასეულობებზე, მათ შორის ფინანსურ საკითხებზეა პასუხისმგებელი.

თითქმის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და თვეზე მეტი მსგავს მდგომარეობაშია. როგორც წესი, პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა ადამიანების მდგომარეობასა და ცხოვრების იმ სფეროებზე, რომლებზეც ის გავლენას ახდენს, მნიშვნელოვნად აისახება, იქმნება სხვადასხვა ტიპის დაბრკოლება და დაბნეულობა. კონკრეტული პლანეტის რეტროგრადულ მოძრაობაში მოიაზრება ოპტიკური ეფექტი, რომლითაც ვხედავთ, რომ იგი საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდება.

2023 წელს პლანეტა ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას 23 ივლისიდან დაიწყებს და 3 სექტემბრამდე გააგრძელებს და ცხოვრების იმ სფეროებს, რომლებზეც პასუხისმგებელია, შეაფერხებს, გარკვეულ გადაწყვეტილებებს გაართულებს და კომუნიკაციის პრობლემასაც შექმნის. ამავდროულად, ასტროლოგები ამ პერიოდს ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორების ეტაპს უწოდებენ.

3-1684443736.jpeg

რა არ უნდა გააკეთოთ რეტროგრადული ვენერას დროს?

ვენერას რეტროგრადულ მოძრაობას შავი მთვარე ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის მეორე ნახევარში თქვენი სასიყვარულო და ფინანსური სფერო შესაძლოა, ნეგატიურად, არაობიექტურად და დამახინჯებულად აღიქვათ. ამის გამო კი არის რისკი, რომ კონფლიქტები წამოიწყოთ, საყვარელ ადამიანთან კომუნიკაცია გაგირთულდეთ, იფიქროთ, რომ ბედნიერი აღარ ხართ და მოტივაცია დაკარგოთ, იფიქროთ დაშორებაზე, განქორწინებასა და ურთიერთობის სამუდამოდ დამთავრებაზე. ასევე, შესაძლოა, აღარ მოგეწონოთ თქვენი გარეგნობა და მოულოდნელად ცვლილებები გადაწყვიტოთ, გაიკეთოთ ტატუ, პირსინგი, შეიცვალოთ იმიჯი, ჩაატაროთ სხვადასხვა ექსპერიმენტი, რაც შეიძლება, არასასურველი შედეგით დასრულდეს. ამიტომ, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ზაფხულის მეორე ნახევრიდან ამ საკითხების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ და რადიკალური, ხისტი, დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. შესაძლოა, შემდეგ ეს გადაწყვეტილება ძალიან ინანოთ და იმედგაცრუებული დარჩეთ.
ასევე, სასიყვარულო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ. არის იმის შანსიც, რომ იმით მოიხიბლოთ, ვინც თქვენი ღირსი არ არის, მან გული გატკინოთ და მოგატყუოთ. ამიტომ, ამ თვალსაზრისითაც ფრთხილად იყავით და თითოეული ურთიერთობა კარგად შეაფასეთ.
2-1684443781.jpeg

ასტროლოგები ამბობენ, რომ აღნიშნულ პერიოდში სიყვარულის პლანეტა ვერ მოძრაობს ისე, როგორც ჩვეულებრივ. ამიტომაც, შესაძლოა, ქორწილის იქამდე, ან მის შემდეგ პერიოდში დაგეგმვა უკეთესი იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თქვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტია და განწყობას, მონდომებასა და სურვილს ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.
რეტროგრადული ვენერა წარსულში დატოვებულ ურთიერთობასთანაც დაგაბრუნებთ. თუ ადრე ვინმე ძალიან გიყვარდათ, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო დაშორდით ერთმანეთს, რეტროგრადული ვენერა წარსულში დატოვებულ ადამიანთან ისევ შეგახვედრებთ და მოგცემთ შანსს, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ.

ან კიდევ, თუკი ადრე რაიმე შემოქმედებითი საქმიანობა წამოიწყეთ, მაგრამ შემდეგ ვეღარ დაამთავრეთ, რეტროგრადული ვენერა ამ საქმესთან ისევ მიგაბრუნებთ და შეძლებთ, თქვენი ოცნების პროექტები განახორციელოთ.

წყარო: ბომონდი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ”- “ფორმულა”
  • ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • ესპანეთის სასამართლომ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge