ქარელში გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეეჯახა, შეჯახების შედეგად ორივე პოლიციელი ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილები საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, 50 წლის ომარ ქარელი და 31 წლის ვანო ბასანიძე არიან.
დაშავებული მძღოლი “გორმედში” გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.პოლიციამ ის უკვე დააკავა.
„მთვრალი იყო, “პროწივზე” შევარდნილა… ადგილზე დაიღუპა ორივე“ – აცხადებენ ახლობლები
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-9 ნაწილითაა დაწყებული, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.