ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დიდებული ღამე იყო წუხელ კიევში. ომის დაწყებიდან ასეთი ინტენსიური დაბომბვა კიევზე არ ყოფილა, ანუ რუსებმა თითქმის ერთდროულად გაუშვეს: 6 შაჰედის დრონი, 3 სადაზვერვო დრონი + 18 რაკეტა: 6 “ლეგენდარული კინჯალი“, 9 კალიბრი, 3 ისკანდერი. და ეს ყველაფერი ერთდროულად და კონცენტრირებულად კიევის მიმართულებით. მოგეხსენებათ, ცალ–ცალკე რაკეტების მოგერიება უფრო ადვილია, ერდროულად გაშვებული რაკეტების მოგერიებია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის ძალიან ძნელია. და რა მოხდა: ყველა, აბსოლუტურად ყველა მათგანი გაანადგურა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ. ვერცერთმა ვერ მიაღწია მიზანს. დაახლოებით 20 წუთი “ფეიერვერკი“ იყო კიევის თავზე, ნამდვილი საჰაერო ბრძოლა. პუტინის ბოლო ბლეფი, “კინჯალიც“ ჩაიფუშა. რაცხა სათამაშო აღმოჩნდა. უკრაინის ცა უკვე დაცულია. კიევი 100%–ით დაცული. და ყოველ ჯერზე უნდა ვკითხოთ ქოცებს: რა გააკეთეს ბოლო წელიწადნახევარი იმისთვის, რომ საქართველოს ცა დაცული ყოფილიყო?
