16 მაისი
ეს დღე განვითარებისათვის იდეალურია. ყველა წამოწყება, რომელსაც ამ დღეს დაგეგმავთ, შესანიშნავ შედეგს მოგცემთ. გამოიყენეთ შესაძლებლობა და მასშტაბურ იდეებსა და პროექტებზე ფიქრის ნუ შეგეშინდებათ.
17 მაისი
ეს დღე გაჩვენებთ, რომ პირადი საზღვრების დაცვა აუცილებელია. მოგიწევთ, ადამიანებს კიდევ ერთხელ განუმარტოთ, რომ აუცილებლად სცენ პატივი თქვენს პირად არჩევანსა და თავისუფლებას და საკუთარი აზრი თავს არ მოგახვიონ. იყავით თავდაჯერებული და ნუ გააკეთებთ იმას, რაც არ გსიამოვნებთ და ტკივილს განიჭებთ.
18 მაისი
ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ფრთხილად იყოთ, რადგანაც შესაძლოა, თქვენთვის არახელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციას და შეეცადეთ, მშვიდად იყოთ, დრო დაუთმოთ საყვარელ აქტივობას და აუცილებლად დაისვენოთ. რადგანაც, ამ დღეს შესაძლოა, ენერგიის ნაკლებობა და უმოტივაციობა იგრძნოთ.
19 მაისი
ამ დღეს კომუნიკაცია გართულებულია და ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა უჭირთ. ამიტომ, მცირე კამათიც კი შესაძლოა, დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ თუ ვინმესთან დალაპარაკებას აპირებთ, ან საქმიანი მოლაპარაკებები გაქვთ დაგეგმილი, განსაკუთრებული სიმშვიდე და ყურადღება გამოიჩინეთ, ან შემდეგი დღეებისთვის გადადეთ.
20 მაისი
ეს დღე აღმოგაჩენინებთ იმას, რაც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხელს გიშლით და გაფერხებთ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იმისათვის, რომ წინ წახვიდეთ, ჯერ გზაზე არსებულ არასაჭირო, სრულიად უსარგებლო საკითხებს უნდა დაემშვიდობოთ და გათავისუფლდეთ.
21 მაისი
ეს დღე გაძლევთ შესაძლებლობას, რომ თქვენი უნარები, თავდაჯერებულობა, საუკეთესო თვისებები სრულად წარმოაჩინოთ. დიდ მოტივაციასა და ენერგიას იგრძნობთ და მოგინდებათ, ყველას დაუმტკიცოთ, რომ იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე მათ ჰგონიათ.
წყარო – “ბომონდი”
