“ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების უფროსის ნათელა ალანია-ლომაიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.
ქალბატონი ნათელა საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი იყო, ის წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში”
