ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სანქცირებულ მოსამართლეზე, ლევან მურუსიძეზე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:
“თქვენ რომ იყოთ მურისიძის და კლანის სხვა მოსამართლეების ადგილზე და ხედავდეთ, თქვენს გამო მთელ ქვეყანას ექმნება უდიდესი პრობლემა, თქვენს გამო ქვეყანა ევროკავშირში კანდიდატის სტატუსს კარგავს, თქვენს გამო ქვეყანა წინ ვერ მიდის, რას იზამდით?
1) ჩაეჭიდებოდით საშვილიშვილოდ ამ თანამდებობას, ყველანაირად ეცდებოდით წინააღმდეგობა გაგეწიათ რეფორმებისთვის, ყველაფერს იკადრებდით გავლენების შესანარჩუნებლად.
2) გამოხვიდოდით და იტყოდით თუნდაც ასეთ რამეს: არანაირ კორუფციას არ ვაღიარებ, არანაირი კლანი არ არსებობს, სასამრთლო დღეს დამოუკიდებელია და ყველა ბრალდება ჩვენ მიმართ სიცრუეა, მაგრამ რადგან ჩემი აქ ყოფნა ქვეყანას უქმნის ამხელა პრობლემას, აკარგვინებს ამხელა პერსპექტივას, ჭირსაც წაუღია ჩემი თანამდებობა, ვტოვებ მას, რომ ქვეყანას წინ არ გადავეღობო.
3) წახვიდოდით და კოლეგებთან ერთად ღრეობას გამართავდით, რომ ყველასღვის გეჩვენებინათ: მხნედ ვართ და არაფერი ჩვენ არ გვემუქრება, მთავარია, ჩვენ ვართ კარგად, თორმ ქვეყნის დედაც…“ – წერს მეტრეველი.
