ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო – “მთავარი არხი”.
