Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

საუკუნის ძარცვა ქუთაისში: “კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში შევიდნენ”

December 2, 2020
საუკუნის ძარცვა ქუთაისში: “კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში შევიდნენ”

საუკუნის ძარცვა ქუთაისში და მოპარული ფული და ძვირფასეულობა – შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმერეთში, წარსულში ნასამართლევი 2 პირი – 1984 წელს დაბადებული გ.მ. და 1966 წელს დაბადებული ს.ჯ. დააკავეს.

უწყების ცნობით, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ორმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრა და კომპანია მისო ინტელექსპრესის ფილიალის საცავის ოთახში შევიდა, სადაც ლითონის საცავის კარი გაჭრა და ფული და ოქროს ნივთები წაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთი პირი ხელვაჩაურში, მეორე კი ქუთაისში დააკავეა. ერთერთი პირის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად მოპარული ოქროს ნივთებისა და თანხის ნაწილი ამოიღეს, მეორესგან კი – 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, ასევე, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები.

გამოძიება ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს და 3-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მეორეს მიმართ კი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ასევე, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. დანაშაულები 3-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თუ ამ სიმპტომებიდან 5 მაინც გაქვთ და ეს 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება…“ – ნახეთ, ექიმის გაფრთხილება
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • რატომ გამოცხადდა “ბათუმი მოლში“ ევაკუაცია?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge