ცოტა ხნის წინ იერუსალიმის ეკლესიის უპირატესი მღვდელმთავარი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“დღეს 14 მაისს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა პატრას მიტროპოლიტი კორნელი
მიტროპოლიტი კორნელი 47 წლის განმავლობაში ემსახურა იერუსალიმის საპატრიარქოს როგორც მღვდელმთავარი.
2 ჯერ გასწია იერუსალიმის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეობა (2000 წელს და 2005 წელს) თუმცა წმინდა სინოდის მიერ არცერთ ჯერზე პატრიარქად არჩეული არ იქნა.
მიტროპოლიტმა კორნელიმ 2005 წელს როგორც მოსაყდრემ მაცხოვრის წმინდა საფლავიდან წმინდა ცეცხლი გამოაბრძანა და დასძინა რომ ცეცხლი ზეციდან არ მიუღია, არამედ ჩაუქრობელი კანდელიდან აანთო, რომელიც ყოველ დიდ შაბათს უფლის საფლავზე იდგმება ჩაუქრობლად და იკურთხება.
მას ეკუთვნის სიტყვები: ,,ეს არის ზეციური ცეცხლი რომელსაც მიწაზე ვაკურთხებთ! ეკლესია ყველაფერს აკურთხებს, მიწას, წყალს, ჰაერს და მათ შორის ცეცხლსაც…”
