მაკარონი
ხორბლის ფქვილისგან გაკეთებული მაკარონი ნახშირწყლების წყაროა, რომელიც გეხმარებათ ენერგიის დაბალანსებაში, მაგრამ ძილის წინ მირთმეული მაკარონი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის, ასევე თვალების ქვეშ სიშავესა და წონაში მატებასაც გამოიწვევს.
ყველი
ყველი შეიცავს საკმაოდ ძნელად მოსანელებელ ცხიმებს, რამაც ღამით შესაძლოა კუჭის გაღიზიანება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ეს პროდუქტი შეიცავს ამინომჟავა ტირამინს, რომელსაც შეუძლია, შეამციროს ძილის მარეგულირებელი ჰორმონების გამომუშავება.
ხორცპროდუქტები
ხორცი მდიდარია გაჯერებული ცხიმებით, ძეხვეული კი ძალიან ხშირად შეიცავს იმდენ ქიმიურ დანამატს, რომ უმჯობესია სამუდამოდ ამოიღოთ თქვენი რაციონიდან. მძიმე ხორციანი ვახშამი საკმაოდ დიდხანს შეიწოვება, ამიტომაც ორგანიზმი ღამის საათებში მოსვენებას დაკარგავს.
სანელებლები
სანელებლები კერძს წარმოუდგენელ არომატს და გემოს აძლევს; ცხარე ლანჩი ენერგიას მოგცემთ, მაგრამ გვიან, ვახშმის დროს სანელებლების შემცველმა კერძებმა შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა და სიმძიმე.
ყვავილოვანი კომბოსტო
ყვავილოვანი კომბოსტო, როგორც ჩანს, მსუბუქი სადილისთვის ჯანსაღი არჩევანია, ასევე დაბალკალორიულია და მდიდარია მიკროელემენტებით. თუმცა, კომბოსტო საჭმლის მონელებას ართულებს, ამიტომ ძილის წინ არც თუ ისე კარგი არჩევანია.
ნაყინი
საწოლში ნაყინის დიდი შეკვრა და თქვენი საყვარელი მელოდრამა ცუდი განწყობის საწინააღმდეგოთ საუკეთესო რეცეპტია. ეს შეიძლება რთული დღის გადალახვაში დაგეხმაროთ, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ნაყინი შეიცავს უამრავ გაჯერებულ ცხიმს, შაქარს და დანამატებს. ყველა ეს კომპონენტი საჭმლის მონელებასა და ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. მაგრამ, თუ ძილის წინ საკუთარი თავის განებივრება მაინც გსურთ, მაშინ ეცადეთ, ნაკლებად ქიმიური და დაბალკალორიული ნაყინი აირჩიოთ.
შავი შოკოლადი
შავი შოკოლადი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, გაძლევთ ენერგიასა და ძალას. მაგრამ, საღამოს მას შეუძლია ნერვული სისტემის ზედმეტად სტიმულირება და ძილის შეწყვეტა, ამიტომ უმჯობესია, ღამით უარი თქვათ შავ შოკოლადზე.
წყარო – “ბომონდი”