Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა სარგებელს მიიღებთ ყავის რეგულარული მოხმარებისას?

May 14, 2023
რა სარგებელს მიიღებთ ყავის რეგულარული მოხმარებისას?

ყავა უფრო მეტ ანტიოქსიდანტურ აქტივობას ავლენს, ვიდრე მწვანე ჩაი და კაკაო. მეცნიერებმა 1000-მდე ანტიოქსიდანტი აღმოაჩინეს დაუმუშავებელ ყავის მარცვლებში.

მოქმედების მექანიზმი: ანტიოქსიდანტები ებრძვიან ანთებას, რომელიც ქრონიკულ დაავადებებს იწვევს, მათ შორის ართრიტს, ათეროსკლეროზს და კიბოს ზოგიერთ სახეობას. ისინი ასევე ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს. ანტიოქსიდანტები გვეხმარება შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა მიკრო დონეზე, იცავს ჩვენს უჯრედებს დაზიანებისგან. ხოლო, ქლოროგენის მჟავა, მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი, რომელიც ყავაში გვხვდება, ასევე ითვლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის ხელშემწყობად.

კოფეინი უზრუნველყოფს მეხსიერების გაძლიერებას

როდესაც მოხალისეთა ჯგუფმა მიიღო 100 მილიგრამი კოფეინის დოზა(დაახლოებით ამდენივეს შეიცავს ერთი ფინჯანი ყავა), ავსტრიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს მოხალისეების ტვინის აქტივობის ზრდა, რომელიც იზომება ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების (fMRI) საშუალებით. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ მოხალისეებში, რომლებმაც კოფეინი მიიღეს, გაუმჯობესდა მეხსიერება და რეაქციის დრო იმ ჯგუფთან შედარებით, რომელიც იღებდა პლაცებოს.

ყავა სასარგებლოა გულისთვის

ჰოლანდიაში ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც გააანალიზა 37 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები 13 წლის განმავლობაში, დაადგინა, რომ ყავის ზომიერად მიღებისას (რომლებიც ყოველდღიურად სვამდნენ ორ-ოთხ ფინჯანს) გულის დაავადების რისკი 20 პროცენტით შემცირდა.

არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ყავა ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ანთებით გამოწვეული არტერიული დაზიანების პრევენციის წყალობით.

ყავამ შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთი ტიპის სიმსივნის პრევენციას

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ დღეში ოთხი ან მეტი ფინჯანი ყავის დალევა ქალებში ამცირებს ენდომეტრიუმის კიბოს რისკს 25%-ით. მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს კავშირი ყავის რეგულარულ დალევასა და ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლისა და სწორი ნაწლავის კიბოს დაბალ სიხშირეს შორის.

პოლიფენოლებმა, ანტიოქსიდანტურმა ფიტოქიმიკატებმა, რომლებიც ყავაშია აღმოჩენილი, აჩვენეს ანტიკარცინოგენული თვისებები და ითვლება, რომ ხელს უწყობს ანთების შემცირებას, რომელიც შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ზოგიერთი ტიპის სიმსივნეზე.

სასარგებლოა ღვიძლისთვის

გარდა იმისა, რომ ამცირებს ღვიძლის კიბოს რისკს, ყავის მოხმარება დაკავშირებულია ციროზის, განსაკუთრებით ალკოჰოლური ციროზის შემცირებულ რისკთან.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს საპირისპირო კავშირი ყავის დალევასა და ღვიძლის ფერმენტების დონეს შორის. ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე, როგორც წესი, ასახავს ღვიძლის ანთებაზე და დაზიანებაზე მიანიშნებს. რაც უფრო მეტ ყავას სვამდნენ ადამიანები, მით უფრო დაბალი იყო ფერმენტების დონე.

ყავას შეუძლია გააუმჯობესოს ენერგიის დონე

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინის ზომიერი მოხმარება – დაახლოებით 500 მგ-მდე დაკავშირებულია უკეთეს აქტივობასთან. ყავა გეხმარებათ დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც საშუალებას გაძლევთ უფრო დიდხანს ივარჯიშოთ.

კოფეინი არა მხოლოდ ებრძვის დაღლილობას, არამედ აძლიერებს კუნთების შეკუმშვას, ამცირებს ვარჯიშის დროს ტკივილის აღქმას და ზრდის ცხიმოვან მჟავებს სისხლში, რაც ხელს უწყობს გამძლეობას.

ყავა აფერხებს დეპრესიის განვითარებას

მრავალრიცხოვანმა კვლევამ აჩვენა, რომ ყავის დალევა დაკავშირებულია დეპრესიის დაბალ მაჩვენებელთან როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. რამდენიმე კვლევაში, მონაცემებმა აჩვენა საპირისპირო კავშირი ყავის მოხმარებასა და დეპრესიას შორის, ანუ, ყავის მსმელ ადამიანებს აქვთ დეპრესიის ყველაზე დაბალი რისკი (20 პროცენტამდე).

მკვლევარებმა ჯერ არ იციან, როგორ ამცირებს ყავა დეპრესიის განვითარების რისკებს, მაგრამ ცნობილია, რომ კოფეინი ააქტიურებს ნეიროტრანსმიტერებს, რომლებიც აკონტროლებენ განწყობას, მათ შორის დოფამინსა და სეროტონინს.

წყარო – mkurnali.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის, დახმარების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ანდრია ლილუაშვილს 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • “ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო”- ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებულის დედა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge