Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თუ ხელები და ფეხები გიცივდებათ, ეს უნდა იცოდეთ – გიორგი ღოღობერიძე მიზეზებზე საუბრობს

May 14, 2023
“დიაგნოზი რომ გაიგო, ბევრი იტირა…“ – რას წერს გიორგი ღოღობერიძე?

თუ ხელები და ფეხები გიცივდებათ, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა – ექიმი გიორგი ღოღობერიძე მიზეზებს ასახელბეს:

პირველი და ყველაზე გავრცელებული მიზეზი ანემიაა. ანემია ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ჩვენს სხეულში ერითროციტების ან მათში არსებული ცილა ჰემოგლობინის რაოდენობა ქვეითდება. შესაბამისად, ჩვენს სხეულს ჟანგბადი აკლდება. ასეთ დროს კი მიტოქონდრიები სითბოს ვერ გამოიმუშავებს და ამიტომაცაა, რომ ხელები და ფეხები მარტივად ცივდება. ანემიას კი ბევრი რამ შეიძლება იწვევდეს. მაგალითად, გოგონების შემთხვევაში მძიმე მენსტრუალური ციკლი, ახალი დაწყებული მენსტრუალური ციკლი, ასაკოვან ადამიანებში კუჭის წყლული და ასე შემდეგ – ძალიან ბევრი მიზეზია. პირველ რიგში, ანემიის მიზეზი უნდა დავადგინოთ და ასევე ის დაკარგული რკინის რაოდენობა შევავსოთ, რომელიც დაგვაკლდა. თუ ანემია მძიმე ხარისხის არ არის, შესაძლოა, საკვებითაც კი იპოვოთ გამოსავალი და ამ კუთხით, ხორცეული იდეალურია. ხორცში არსებული რკინა ჩვენი სხეულის მიერ ადვილად შეითვისება. ამიტომაც, პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, ხომ არ გვაქვს ანემია და შემდეგ ეს პრობლემა მედიკამენტებითა და საკვებით მოვაგვაროთ.

მეორე კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზი, განსაკუთრებით 60 წლამდე ადამიანებში, ეს შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული აქტივობა იყოს. როცა ადამიანს ჰიპოთირეოზი აქვს და ფარისებრი ჯირკვალი საკმარისი რაოდენობით ვერ გამოყოფს თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს, ადამიანს ხელები და ფეხები ძალიან მარტივად უცივდება. ასევე, მიდრეკილება აქვთ შეკრულობისკენ, თმის ცვენისკენ, სიცივის აუტანლობისკენ, ფრჩხილების მომატებული მტვრევადობისკენ და ასე შემდეგ. როცა ფარისებრი ჯირკვალი სათანადოდ ვერ მუშაობს, ჩვენს სხეულში მეტაბოლიზმი ქვეითდება და შესაბამისად, სითბოც იკლებს. ამიტომაც, შეამოწმეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება.

მესამე მიზეზი, რატომაც შეიძლება ხელები და ფეხები გეყინებოდეთ, ეს შეიძლება რეინოს ფენომენი იყოს. რეინო საკმაოდ რთული მოვლენაა და ამ შემთხვევაში თქვენ არა მარტო ხელები და ფეხები გეყინებათ, არამედ კანზეც დამახასიათებელი ცვლილებები გაქვთ. თუ ხელები და ფეხები გიცივდებათ, კანის ფერს დააკვირდით. თუ თავიდან კანი თეთრდება, სისხლძარღვების სპაზმია, მერე თუ ლურჯდება, სისხლძარღვების იშემია იწყება და თუ შემდეგ კანი წითლდება, თქვენ ნამდვილად რეინოს ფენომენი გაქვთ. ასეთ შემთხვევაში, როგორც კი კანი საწყის ნორმალურ ფერს დაუბრუნდება, დაბუჟების შეგრძნებას იგრძნობთ. რეინოს ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, ასეთ შემთხვევაში სასურველია, რომ ექიმს მიმართოთ იმიტომ, რომ მას შეიძლება სხვადასხვა დაავადება იწვევდეს.

მეოთხე ასევე წამყვანი მიზეზი ვიტამინ B12-ის ნაკლებობაა. ეს ვიტამინი ჩვენს სხეულში ძალიან დიდ როლს თამაშობს. თუ B12 გაკლიათ, შეიძლება ხელებსა და ფეხებში სიცივის განცდა გქონდეთ. ამას მარტივი ახსნა აქვს, რადგანაც ეს ვიტამინი ჩვენს სხეულს ნერვული ქსოვილის გარშემო მიელინის გარსის წარმოქმნისთვის სჭირდება. თუ ეს პროცესი შეფერხდება, აღქმაც დაირღვევა. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ B12 ვიტამინს ნაკლებობა ანემიით ვლინდება. თუმცა, თავიდან შეიძლება ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში ხელებისა და ფეხების სიცივე აღენიშნებოდეს.

მეხუთე მიზეზი, რატომაც შეიძლება ხელები და ფეხები გიცივდებოდეთ, ეს შეიძლება პერიფერიული არტერიების დაავადება იყოს. თუ 50 წელს ზემოთ ხართ, მაშინ ამ დაავადებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. აღნიშნული დაავადების დროს თქვენი სისხლძარღვები ცხიმით ივსება, ვითარდება ათეროსკლეროზი და სისხლი ჩვენი სხეულის ყველაზე შორს მდებარე უბნებს, თითებს ვეღარ მიეწოდება და ისინი ძალიან მარტივად ცივდება. პერიფერიული არტერიების დაავადების ერთ-ერთი და ძალიან სერიოზული გამომწვევი საშუალება მწეველობაა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის, დახმარების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ანდრია ლილუაშვილს 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • “ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო”- ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებულის დედა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge