ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქ“ სტატუსს, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ, და წერს:
“ქალბატონო პრეზიდენტო, როდესაც განცხადებას ამ სიტყვებით იწყებთ და ყველა შემთხვევაში ცდილობთ ხელისუფლების დაზიანებას, იქნებ ჩამოყალიბდეთ, პრეზიდენტი ხარ თუ ოპოზიციის წარმომადგენელი?“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
