Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა განსხვავებაა სახის დამატენიანებელ და მკვებავ კრემებს შორის და რომელი როდის უნდა გამოიყენოთ

May 11, 2023
რა განსხვავებაა სახის დამატენიანებელ და მკვებავ კრემებს შორის და რომელი როდის უნდა გამოიყენოთ

ბევრმა არ იცის, რა განსხვავებაა სახის დამატენიანებელ და მკვებავ კრემებს შორის, როდის რომელია საჭირო და არასწორად იყენებს მათ.

დამატენიანებელი კრემის მთავარი კომპონენტი წყალია და მისი მთავარი ფუნქცია კი – კანის დატენიანება. ის უფრო ადვილად შეიწოვება კანში. მის შემადგენლობაში, ასევე, შედის ის კომპონენტები, რომლებიც კანს ტენიანობას უნარჩუნებს. დამატენიანებელი კომპონენტებია: გლიცერინი და ჰიალურონის მჟავა. ტენიანობის შენარჩუნებაში კი კანს ცხოველური და მცენარეული ცხიმები ეხმარება, ასევე, მინერალური ზეთები.

დამატენიანებელი კრემი, შესაძლოა, შეიცავდეს ვიტამინებსაც, მაგალითად, E-სა და A-ს, დამამშვიდებელ და გაღიზიანების მომხსნელ ინგრედიენტებს, როგორიცაა პანთენოლი, მწვანე ჩაის, კიტრის, კალენდულას ექსტრაქტები.

დამატენიანებელი კრემი კანს სიმშრალისგან იცავს. მისი საშუალებით კანი იფარება თხელი ფენით, რაც ხელს უშლის ტენის აორთქლებას. კრემს, ასევე, აქვს ულტრაიისფერი სხივებისა და დაბინძურებული ჰაერისგან დამცავი ფუნქცია. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზამთრის სიცივესა და ყინვაში დამატენიანებელი კრემის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

მკვებავი კრემი არის სქელი და, შესაბამისად, უფრო ძნელად შეიწოვება კანში. ამიტომ, ძირითადად, ღამის მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. დამატენიანებლისგან განსხვავებით, ის დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებს. ასევე, შეიცავს წყალს. შემადგენელი კომპონენტები სხვადასხვაგვარია – კოლაგენითა და ელასტინით დაწყებული წყალმცენარეებით დამთავრებული. კრემის მთავარი ფუნქცია კანის მინერალური ნივთიერებებით კვებაა, ასევე, დატენიანება. მკვებავი ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, განსაკუთრებით ღამით. მკვებავი კრემიც ატენიანებს კანს და აწვდის მას საჭირო ვიტამინებს, იცავს სიცივისა და დაბერებისგან. მკვებავის საშუალებით, კანი ინარჩუნებს ელასტიკურობასა და ტენიანობას.

დამატენიანებელი კრემი ყველა ასაკის კანს უხდება, მკვებავი კი ასაკოვანი კანისთვისაა საჭირო. მკვებავის გამოყენება აუცილებელია მშრალი კანის შემთხვევაშიც.

დამატენიანებელს დღისით მოიხმარენ, მკვებავს კი – ღამით, ძილის წინ. დღის კრემის მთავარი ფუნქცია არის დაცვა და დატენიანება, ღამის კრემის კი – კვება. კანისთვის ორივე ტიპის კრემია საჭირო, ამიტომ კარგი იქნება მათი კომბინირებულად გამოყენება: დღისით – დამატენიანებელი, ღამით – მკვებავი.

მგრძნობიარე კანისთვის კრემის შერჩევისას, გასათვალისწინებელია კრემის შემადგენლობა, კერძოდ, ის უნდა იყოს ჰიპოალერგიული და არ შეიცავდეს გამაღიზიანებელ ნივთიერებებს.

კრემის შერჩევისას, ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია კანის ტიპი. მშრალი კანი უფრო მეტად საჭიროებს ვიტამინებით მდიდარ მკვებავს, ასევე, კოლაგენის, ჰიალურონის მჟავის, ელასტინის შემცველ კრემს. ასაკოვანი კანი კი – ანტიასაკობრივ კრემს, წყლის მინიმალური შემცველობით. ცხიმიანი, გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანი – ვიტამინიზებულ, ბუნებრივი კომპონენტების საფუძველზე დამზადებულ კრემს, რომელსაც ცხიმის ნაკლები შემცველობა ექნება. ნორმალური ტიპის კანისთვის კარგია მსუბუქი დამატენიანებელი. კომბინირებული კანი ყველაზე რთული შემთხვევაა, რადგან სახის სხვადასხვა ნაწილი განსხვავებულ მოვლას საჭიროებს. თუმცა, ამ ტიპის კანისთვისაც არსებობს სპეციალური კრემები.

წყარო: თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს…”, – რას წერს ცოტნე ანანიძე
  • საქსტატი – 2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
  • “ვახო სანაიას დაკავება კიდევ ერთი შემაშფოთებელი ნაბიჯია “ოცნების” ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან” – WORLD LIBERTY CONGRESS

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge