21 წლის გიორგის, რომელსაც ცალ ფეხზე პროთეზი აქვს და კურიერად ველოსიპედით მუშაობდა, სკუტერი აჩუქეს. ემოციური ისტორია სოციალურ ქსელში ვრცელდება. – ინფორმაციას “ფეისბუკის” მომხმარებელი ნიკა აბაშიძე ავრცელებს
“ასეთი ემოცია დიდი ხანია არ მქონია. დღეს გავიცანი ძალიან მაგარი ბიჭი, 21 წლის გიორგი, რომელსაც ცალ ფეხზე პროთეზი აქვს და კურიერად მუშაობს, თან ველოსიპედით! მესმის წარმოუდგებელია, მაგრამ ასე იყო.
ჩემმა მეგობრებმა კარგად იცით, როგორ მიყვარს ხალხი, რომელსაც ვერაფერი აჩერებს. ჰოდა აწი გიორგის სულ ახალი მოპედი ეყოლება, რომლითაც კურიერობა გაცილებით გაუმარტივდება”
