ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და 3 თებერვლით დათარიღებულ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას აქვეყნებს:
“მაინც რომ იცოდეთ, რა მოყვება ფრენების აღდგენას.
ღიად და დაუფარავად გააფრთხილეს ჯერ კიდევ თებერვალში.
მერე ვერავინ იტყვის, არ ვიცოდითო“, – წერს ბატიაშვილი.
შეგახსენებთ, პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

