ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ტრადიციულად ვიკითხავ. 30 წელზე მეტი გავიდა. მეოთხე ხელისუფლება გვყავს. მხოლოდ დამოუკიდებლობის პერიოდში სამჯერ დაგვესხა თავს რუსეთი. ეთნიკური წმენდა მოგვიწყო. მოსკოვიდან გაცემული ბრძანებებით, უამრავი ადამიანი მოკლეს ან დევნილად აქციეს. მანამდე რა უბედურებაც დაგვაწიეს 200 წლის განმავლობაში, ეგეც კარგად გვახსოვს. ახლა უკრაინაში რაც ხდება, ვხედავთ.
რატომ გვაქვს თბილისში მოსკოვის პროსპექტი ?
რაიმე არგუმენტი (თუნდაც უსუსური) არსებობს, რატო უნდა ერქვას დაპყრობელი ქვეყნის დედაქალაქის სახელი 20 პროცენტზე მეტით ოკუპირებული ქვეყნის დედაქალაქში ერთ-ერთ მთავარ პროსპექტს?”