ბარისახოს საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ბარისახოს საჯარო სკოლას კიდევ ერთი პედაგოგი გამოაკლდა.ჩვენი სკოლა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ღვაწლმოსილი პედაგოგის ტრისტან არაბულის ოჯახს.
ტრისტან მასწავლებელი მრავალი წელი თავდადებით ემსახურებოდა ჩვენს სკოლას და არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა.ის არამხოლოდ სკოლისთვის,არამედ ჩვენი კუთხისათვის უდიდესი დანაკარგია.ნათელში იყოს მისი სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე სული.მადლობა მას იმ სიკეთისა და სიყვარულისთვის,რასაც თითოეული ჩვენგანის მიმართ იჩენდა”