Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას გვპირდება მაისის თვე და როდის დგება ყველაზე უარყოფითი, მძიმე და დისჰარმონიული პერიოდი

May 9, 2023
წყლით სავსე ჭიქაში მოათავსეთ 3 ცალი ორლარიანი და ერთი ცალი ლარიანი მონეტა და… – ცაგარელის რჩევა

გაზაფხულის ბოლო თვე – მაისი ნამდვილად არ იქნება ადვილად გასავლელი, რადგან მთვარის დაბნელება გარკვეულ ნეგატიურ მოვლენებს შემოიტანს. თუმცა, ამის მერე, მთვარის მზარდ ფაზაში გადანაცვლება ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის და გაზრდის წარმატების შანსებს, მაგრამ ესეც – დროებით. როგორც ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ამბობს, მაისის თვის გარკვეულ რიცხვებში, დედამიწა მოექცევა პოზიტიური ენერგიების ქვეშ, როცა პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდება. ხოლო, თუ როგორია, ზოგადად, მთელი თვის ასტროლოგიური პროგნოზი, რა სავარაუდო მოვლენების წინაშე აღმოვჩნდებით, სად უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და როდის გადავდგათ თამამი ნაბიჯები, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო მიხეილ, როგორია ზოგადად, გაზაფხულის ბოლო თვის პროგნოზი, რა მოვლენებს გვპირდებიან პლანეტები და ვარსკვლავები და რას გვიწინასწარმეტყველებენ?

– მაისი, მთლიანობაში, ადამიანების უმრავლესობისათვის საკმაოდ დინამიკური, აქტიური და პოზიტიური თვეა. მიუხედავად იმისა, რომ 15 მაისამდე პლანეტა მერკური იქნება რეტროგრადული, ანუ უკუმავალი, 9-იდან 15 მაისამდე პერიოდი შეიძლება, უჩვეულოდ ენერგიული და ნაყოფიერი გამოდგეს, რადგან 5 მაისს მთვარის დაბნელება დაასრულებს დაბნელებების დერეფნის დამამძიმებელ ზეგავლენას, 7 მაისს კი პლანეტა ვენერა ტყუპების ზოდიაქოდან კირჩხიბის ნიშანში გადაინაცვლებს.

– მთვარის მზარდ ფაზაში გადასვლა როგორ იმოქმედებს?

– მზარდ ფაზაში მთვარის ზემოქმედება ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ამ დროს, შესაძლებელი იქნება საკუთარ თავში ახალი, აქამდე უცნობი ნიჭისა და თვისებების აღმოჩენა, დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების წარმატებით გამოყენება.

– ამის შემდგომი პერიოდიც ასეთი ნაყოფიერი იქნება?

– 15 მაისიდან პლანეტა მერკური იმოძრავებს კუროს ზოდიაქოში, რამაც შესაძლოა, გაამძაფროს ცხოვრებისეული ცვლილებებისა და მრავალმხრივი ურთიერთობების მოთხოვნილება. 7-იდან 17 რიცხვამდე დროის მონაკვეთში დედამიწა აღმოჩნდება პოზიტიური კოსმიური ვიბრაციების ზონაში, რაც ამ პერიოდს მეტად დადებითსა და ნაყოფიერს გახდის. ამ დროს პლანეტების განლაგება ხელს შეუწყობს სასიცოცხლო ენერგიის დაგროვებას, მუშაობისა და შემოქმედების ეფექტურობისა და პროდუქტიულობის ამაღლებას. ეს იღბლიანი დროა ქორწინებისა და მოგზაურობისთვისაც. გარდა ამისა, ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება მეგობრული კავშირების, პირადი და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესება, ასევე, ჯგუფების, გუნდების, გაერთიანებების ჩამოყალიბება, შეკავშირება და გამყარება. დრო ხელს უწყობს ახალ პროექტებში ფულის დაბანდებას, ინვესტირებას, რადგან კოსმიური ამინდი ეხმარება მსოფლიო ბირჟებსა და სავაჭრო მოედნებზე კაპიტალის ბრუნვას. 16 მაისს წარმატებისა და გამარჯვების პლანეტა იუპიტერი გადაინაცვლებს კუროს ზოდიაქოში, სადაც კირჩხიბში მოძრავ პლანეტა ვენერასთან ერთად ხელს შეუწყობს ახალი, ხანგრძლივი სასიყვარულო, ან ძალზე სასიამოვნო რომანტიკული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

– როგორც ასტროლოგი, რას გვირჩევთ, რაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ ამა თუ იმ სფეროში წარმატებას ადვილად მივაღწიოთ?

– სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი საქმე, ახალი წამოწყება და დასახული გეგმის განხორციელება ამ პერიოდში მოესწროს, რადგან 18 მაისიდან დედამიწის ბიოსფერო უარყოფითი კოსმიური ზემოქმედების ზონაში შევა. ყველაზე უარყოფოთი, მძიმე და დისჰარმონიული კი 23-30 მაისის მონაკვეთი აღმოჩნდება. მიუხედავად ამისა, 19 მაისის ახალმთვარეობა და 18-27 მაისის შუალედში მზარდი მთვარის ენერგიები გააძლიერებს აქტიურ ცხოვრებისეულ რიტმსა და შემოქმედების სურვილს, გვიბიძგებს აღმშენებლობისა და სასიკეთო პროცესების გააქტიურებისკენ. 21 მაისს მზე ტყუპების ზოდიაქოში გადაინაცვლებს და ლომის ნიშანში მოძრავ მარსთან ერთად ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს ულევი ენერგიით აღავსებს. თუმცა, 23-30 მაისის შუალედი ბევრ პროცესს დაამუხრუჭებს. ადრე გადაუჭრელი პროცესები ამ დროს შეიძლება, გამწვავდეს და დიდი კონფლიქტები და უთანხმოება გამოიწვიოს. გართულდება მოლაპარაკებების პროცესი, კომპრომისების მოძიება, საერთო ნიშნულზე შეჯერება, ამიტომ მდგომარეობა პოლიტიკურ არენაზეც დაიძაბება.

წყარო: თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
  • “დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ”- ონისე ოქრიაშვილის მეუღლე
  • “17 წლის მოზარდი, რომელსაც გაბლატავებულმა ღორმა ესროლა გარდაიცვალა”- ნანუკა ჟორჟოლიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge