Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“მეორედ დავიბადე… ვერც კი წარმოვიდგენ, ჩემს მშობლებს რისი გადატანა მოუწიათ…” – რა შემთხვევას იხსენებს ნინი გოგაშვილი

May 8, 2023
“მეორედ დავიბადე… ვერც კი წარმოვიდგენ, ჩემს მშობლებს რისი გადატანა მოუწიათ…” – რა შემთხვევას იხსენებს ნინი გოგაშვილი

ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, შვილი
ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში ბავშვობაში მომხდარ ავარიასა და საბედისწერო დღეზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს:

“1997 წლის 8 მაისს, 25 წლის წინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი მანქანით დამეჯახა. 1 % იყო ჩემი გადარჩენის, მაგრამ ღმერთმა გადამარჩინა და ამ დღეს მეორედ დავიბადე. ვერც კი წარმოვიდგენ, ჩემს მშობლებს რისი გადატანა მოუწიათ. უპასუხისმგებლო მძღოლის დამსახურებით ბავშვობაში ბევრჯერ გული მწყდებოდა, რომ ავარიის შედეგად დატოვებული შრამების გამო ვერ ვიცვამდი იმას, რაც ძალიან მინდოდა. მეზიზღებოდა ზაფხული. მიწევდა ადამიანების ჩურჩულის მოსმენა, რომ ცოდო ვარ, ვაიმე რა მჭირს, შეშფოთებული და ხანგრძლივი მზერა…მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს გავიკეთებდი ოპერაციას და შეიცვლებოდა ყველაფერი, მაგრამ როცა მამამ წამიყვანა ქირურგთან, რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. მახსოვს როგორ ვტიროდი და როგორ მამშვიდებდა მამა და მეუბნებოდა: – არაუშავს მა, შენ მაგაზე არ ინერვიულო. მე შენ ყველა სურვილს შეგისრულებ. სწავლის გაგრძელება ხო გინდა გერმანიაში? აუცილებლად ისწავლი. ერთად ვიმოგზაურებთ ყველგან. მა შენ ძალიან ლამაზი ხარ ხო იცი.
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ღმერთმა მასწავლა საკუთარი თავის სიყვარული და ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ცხოვრების გაგრძელება. გავაცნობიერე, რომ სამწუხაროდ ეს ყველაფერი მოხდა ჩემს ცხოვრებაში და მივიღე რეალობა ისეთი, როგოროც არის. ვისაც იგივე პრობლემასთან შეჯახება მოგიწიათ ან უფრო რთული გზის გავლა გიწევთ, შეიყვარეთ საკუთარი თავი ზუსტად ისეთი, როგორიც ხართ. არ ინერვიულოთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ და რაც უკვე მოხდა, მიიღეთ ამისგან გამოცდილება. თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი და ლამაზი ადამიანები”, – წერს ნინი გოგაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია გუშინ, ისანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა
  • „გახარიას უნდა, რომ ქორწილში ყოველთვის ნეფე იყოს…“ – რას ამბობს გურამ მაჭარაშვილი?
  • გმირთა მოედანზე ავტომობილი ამობრუნდა – რა ვითარებაა ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge