ქართველი ფეხბურთელების მხარდასაჭერად “კოკა-კოლამ” ბოთლის ეტიკეტზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელების ფოტოები განათავსა.
“საქართველოში გასამართი 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სამზადისის პერიოდში, კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ახალი შეფუთვების წარმოება დაიწყო, რომლებზეც ნაკრების ფეხბურთელები არიან გამოსახული.
პირველი ეტიკეტის ბეჭდვა დღეს დაიწყო და მასზე ხვიჩა კვარაცხელიაა გამოსახული. ეტიკეტები სხვა ფეხბურთელების გამოსახულებით მაღაზიებში მალე გამოჩნდება.
კოკა-კოლა ეროვნული ნაკრებისა და 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის აქტიური მხარდამჭერია” – წერს “კოკა-კოლას” “ფეისბუკ” გვერდი
