გორში, სტალინის გამზირზე, დასაწყობებული ქონება, კერძოდ მეტალოპლასტმასის ფანჯრები მოიპარეს.
ამის შესახებ პოლიციას სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა აცნობეს.
შემთხვევის ადგილზე, გორის შს სამმართველოს თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ.
დგინდება ზარალი, რომელიც მთავრობას მიადგა.
აღნიშნული ფანჯრები უნდა დამონტაჟებულიყო იმ კორპუსების ბინაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ,,განახლებული რეგიონების” პროექტების ფარგლებში ხორციელდება.
წყარო: qartli.ge