გარკვეული პაუზის შემდეგ, მწერალი დათო ტურაშვილი ტელეეკრანს დაუბრუნდა. გუშინ ის „ფორმულაზე“ გადაცემაში „მე-17 სართული გამოჩნდა.
„ყველას უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა. განსაკუთრებული მადლობა კი დიტო აბდუშელიშვილს. ეს არის ადამიანი, რომელსაც შინაგანი მოთხოვნილება აქვს სიკეთის კეთების მიმართ. უცნაურად შემომიჩნდა შენი ფერი არ მომწონსო. მართალი აღმოჩნდა.. ამის მერე დიტომ მითხრა იმ ექიმზე, რომელიც ისრაელში მოღვაწეობდა, იმას გააკეთებს, რასაც სხვაგან ვერ გაგიკეთებენო.
მართლაც საოცარი ექიმი იყო, ჯარისკაცის მამაში რომ დაღლილი ქირურგია იმას ჰგავდა. მკითხა აქამდე როგორ ჩამოაღწიეო. არ ვიცი.. დიტო აბდუშელიშვილს ალბათ გულმა უგრძნო თუ არ ვიცი რა იყო, გადამარჩინა“, – აღნიშნა ტურაშვილმა.
შეგახსენებთ, მარტის აქციების შემდეგ, ტურაშვილის საწინააღმდეგო კამპანია აგორდა. ტროლ-ბოტების მიერ აგორებული „შავი პიარის“ პარალელურად, მას ერთგვარი დაპირისპირება, პოლემიკა ჰქონდა „ქართული ოცნების“ დეპუტატთან, მიხეილ ყაველაშვილთანაც. კამპანიის მესიჯბოქსებზე პასუხის დროს ტურაშვილი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა, რის გამოც, მას ისრაელში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.
