“ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ იტალიის ჩემპიონობის შემდეგ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
“ნაპოლის“ ძალა ამ სეზონში გუნდურობა იყო, კონკრეტული სახელების დასახელება არ მსურს. კვარაცხელია? „ნაპოლიში“ ჩამოსვლა და დაუყოვნებლივ სკუდეტოს მოგება რაღაც წარმოუდგენელია. ის ჩუმი ბიჭია, რომელიც თავის ხმას ყველას მოედნიდან აგონებს. ბევრ მატჩში იყო გადამწყვეტი და ძალიან დაგვეხმარა.სპალეტი? მწვრთნელიც მნიშვნელოვანი იყო, ამ სკუდეტოს ფუნდამენტი გასულ სეზონში ჩაიყარა, სპალეტიმ ეს ბედნიერება დაიმსახურა. 33 წელი ძალიან დიდი პაუზაა ისეთი ქალაქისთვის, როგორიც ნეაპოლია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. ახლა უბრალოდ სიტყვები არ მაქვს, საოცარი გრძნობაა“, – თქვა დი ლორენცომ.
