Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

განგაში ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში – უცნობმა მამაკაცმა დაწყებითი კლასის მოსწავლის სახლში მიტყუება სცადა

May 4, 2023
განგაში ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში – უცნობმა მამაკაცმა დაწყებითი კლასის მოსწავლის სახლში მიტყუება სცადა

დღეს, 3 მაისს ახალციხის ერთ-ერთი საჯარო სკოლაში პოლიცია გამოიძახეს, მასწავლებლების და მშობლების განცხადებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეს, უცნობმა კაცმა საკუთარ სახლში წაყვანის მიზნით, კანფეტები შესთავაზა. მომხდარის შესახებ შსს–ს მანდატურმა შეატყობინა.

შემთხვევა  გუშინ, 2 მაისს დღის მეორე ნახევარში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა. ფაქტის შესახებ პედაგოგებისთვის ცნობილი დღეს გახდა.

როგორც კლასის დამრიგებელი “სამხრეთის კარიბჭეს” უყვება,  ქუჩაში მდგარ გოგონებს უცხო მამაკაცი მანქანიდან გამოელაპარაკა:

„დილით ერთ–ერთმა მოსწავლემ მითხრა: მასწავლებელო გუშინ უცხო კაცი შემხვდა და მითხრა წამომყევი შოკოლადებს გიყიდიო. მე კი ყველაფერზე უარი ვუთხარიო. ამასობაში კლასში კიდევ სამი გოგონა მოვიდა, ეტყობა ჩემს მისვლას ელოდნენ, ოთხივე შემოეხვია, მათაც იგივე დაადასტურეს. კაცს უთქვამს – ლამაზო კულულებიანო გამომყევი, მარტო ვცხოვრობ გორში წაგიყვან და ბევრ კანფეტებს გიყიდი, თუ არ წამომყვები ძალიან ინანებო. ბავშვი გაიქცა და ერთ–ერთი კლასელის მშობელს უთხრა, მაგრამ ეს დეტალები არ მოუყოლია, უბრალოდ უთხრა, რომ  ვიღაც კაცი დაელაპარაკა“,-გვითხრა დამრიგებელმა.

მისივე თქმით, მოსწავლეები ერთ–ერთ მშობელს ჰყავდა ჩაბარებული, რომელიც ბავშვებთან ახლოს მანქანაში იმყოფებოდა.

„როგორც მშობელმა თქვა, იმდენად ხალხმრავალი ადგილი იყო, რომ მომხდარი არ ჩაუთვლია საგანგაშოდ და არც სახეში შეუხედავს, მხოლოდ ის მიაძახა – ამხელა კაცი რას ელაპარაკები ბავშვებსო, კაცმა ასეთი პასუხი გასცა – რა მოხდა მერე ქალბატონოო. ბავშვები საერთოდ არ იყვნენ შეშინებულები, ამიტომ მათ ნაწილს თავიდან მშობლებთანაც არ უთქვამს ეს ამბავი“,- ამბობს დამრიგებელი.

რაც შეეხება პოლიციის გამოძახებას, როგორც მასწავლებელი ამბობს, გადაწყვეტილება მანდატურმა მიიღო.

„მშობლებს გუშინვე რომ დაერეკათ კარგი იქნებოდა. დღეს რადგან ეს ინფორმაცია სკოლაში შემოვიდა მანდატურმა დარეკა და ჩვენ, სკოლაც რა თქმა უნდა მზად ვიყავით ყველაფერი გვეთქვა, ამის დაფარვა არც არავის უცდია“.

იგივეს ამბობენ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამავე სკოლის მოსწავლეების მშობლებიც: „კაცს უთქვამს სახლში კანფეტები მაქვს და გამომყევი, თორემ ინანებო“.

“სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მშობლები უკვე გამოჰკითხეს.

იდენტიფიცირებულია თუ არა მამაკაცი და რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება, ამ ეტაპზე უცნობია, რედაქცია შსს–გან პასუხს ელოდება.

მომხდართან დაკავშირებით, მეტი დეტალის გასარკვევად, სკოლის ადმინისტრაციას მივაკითხეთ, როგორ სასწავლო ნაწილმა გვითხრა, პასუხს მხოლოდ წერილობით გაგვცემენ. რედაქციამ კითხვები სკოლის დირექტორის სახელზე უკვე გააგზავნა. კომენტარს ველოდებით მანდატურის სამსახურიდანაც.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „საფარის“ იურისტის, დიმიტრი ჩხიტუნიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია მსგავსი ფაქტები სამართალდამცავებმა დროულად და ეფექტურად გამოიძიონ.

„ბავშვების ფსიქიკა სულ სხვანაირად არის მოწყობილი და უფრო მეტი სენსიტიურობა უნდა გამოიჩინოს როგორც შსს–მ, ისე სკოლამ და მანდატურის სამსახურმა. დროული რეაგირება უნდა მოხდეს. არასრულწლოვან ბავშვებთან ასეთი დამოკიდებულება და შევიწროებისმაგვარი კომუნიკაცია, შესაბამის შიშს იწვევს. შესაძლო დანაშაულთან შეიძლება გვქონდეს საქმე.

სავარაუდო დამნაშავეს შეიძლება ბევრი სხვა განზრახვა ჰქონდეს… ზოგადად პედოფილიასთან მიმართებაში რაც გვქონია შემხებლობა, მსგავსი შინაარსის საუბრებით იწყებენ. ამიტომ პრევენციის მიზნით, თავიდანვე უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება“,-ამბობს დიმიტრი ჩხიტუნიძე.

 

წყარო: sknews.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქვეყანაში რუსულენოვანი სკოლები დაიხურება, ხოლო რუსულ ენას სასკოლო პროგრამიდან საერთოდ ამოიღებენ” – აზერბაიჯანული მედია
  • „წამებით მაიძულებდნენ ამის გაკეთებას…” – რას ამბობს თბილისის აეროპორტში დაკავებული დიდი ბრიტანეთის მოქალაქე?
  • „ბიძინას აღარ ჭირდება “ტრიუკების” მოფიქრება…“ – რას წერს გია ხუხაშვილი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge