Wednesday, July 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საჭირო ნივთიერებები, რომელსაც საზამთრო შეიცავს – რა უნდა იცოდეთ ამ ხილის შესახებ

May 4, 2023
საჭირო ნივთიერებები, რომელსაც საზამთრო შეიცავს – რა უნდა იცოდეთ ამ ხილის შესახებ

ვიტამინებითა და ნუტრიენტებით სავსე საზამთრო სეზონური ხილია და ზაფხულთან ასოცირდება.
საზამთრო საკმაოდ დაბალკალორიულია, ხელს უწყობს ორგანიზმის ჰიდრატაციის შენარჩუნებას და უზრუნველყოფს მას მრავალი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნუტრიენტით.

საზამთროში ცოტა რაოდენობითაა პროტეინები, რკინა, ნატრიუმი, ცხიმები. საზამთრო ასევე შეიცავს: კალციუმს, C ვიტამინს, მაგნიუმს, A ვიტამინს და წყალს.

იგი შეიცავს კალიუმის საკმაოდ დიდ რაოდენობას(170მგ), რომელიც ხელს უწყობს ნერვული სისტემის, კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას, არეგულირებს სითხის ბალანსს. საზამთროში შემავალი ანტიოქსიდანტი(ლიკოპენი) ხელს უწყობს ორგანიზმის დაცვას ისეთი დააავადებებისგან, როგორებიცაა კიბო და დიაბეტი.

საზამთრო:

ხელს უწყობს ორგანიზმის ჰიდრატაციას

დეჰიდრატაცია იწვევს უარყოფით შედეგებს. დაღლილობას, კუნთების კრუნჩხვას, თავის ტკივილს. საზამთრო შეიცავს 92% წყალს, რაც ორგანიზმის ჰიდრატაციის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ხელს უწყობს ნორმალური წონის შენარჩუნებას

საზამთრო კარგი არჩევანია თუ ცდილობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, ვინაიდან ის შეიცავს დაბალ კალორიებს.

მონაწილეობს ზოგიერთი დაავადების პრევენციაში:

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საზამთრო, მასში შემავალი ანტიოქსიდანტების წყალობით, ამცირებს ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს, როგორებიცაა დიაბეტი, სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. აქედან გამომდინარე, საზამთრო უნდა იყოს ჯანსაღი კვების ნაწილი.

ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობას

საზამთროში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ კატარაქტის განვითარების პროცესის შენელებას და პრევენციას. A ვიტამინი უნარჩუნებს სიჯანსაღეს ბადურას (ერთი საშუალო ზომის საზამთროს ნაჭერი შეიცას A ვიტამინის დღიური დოზის 11%-ს)

აძლიერებს იმუნურ სისტემას

C ვიტამინის დახმარებით აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ამსუბუქებს კუნთების ტკივილს

სააზამთრო ან საზამთროს წვენი ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს ვარჯიშის შემდეგ. იგი ამცირებს რძემჟავას დაგროვებას და, შესაბამისად, ამსუბუქებს კუნთების ტკივილს.

ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას

საზამთროში შემავალი C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას, ანიჭებს კანს ელასტიურობას, ანელებს ასაკთან დაკავშირებული კანის პრობლემების განვითარებას.

A ვიტამინი კი, რომელიც ბეტა-კაროტინისგან წარმოიქმნება, ხელს უწყობს კანის გამოშრობის პრევენციას, B6 ვიტამინი კი ხელს უშლის აკნეს განვითარებას.

აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს

საზამთროში არსებული ნაერთები, პოლიფენოლები კვებავს სასარგებლო ბაქტერიებს, რაც არა მხოლოდ აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, არამედ აუმჯობესებს იმუნურ სისტემასაც.

არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს

საზამთრო წარმოადგენს კარგ ალტერნატივას, თუ ცდილობთ შეინარჩუნოთ ნორმალური შაქრის დონე და შეამციროთ დიაბეტის განვითარების რისკი. საზამთროს გააჩნია ნახშირწყლების დაბალი შემცველობა და დაბალი გლიკემიური ინდექსი, რაც ნიშნავს იმას, რომ საზამთრო ნაკლებ გლუკოზას წარმოქნის სისხლში.

საზამთროს, როგორც წესი, არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. თუმცა, უმჯობესია მოერიდოთ (ან მცირე რაოდენობით მიიღოთ) თუ:

მიდრეკილი ხართ შაკიკისკენ: საზამთრო შეიცავს ამინომჟავა ტირამინს, რაც მიჩნეულია შაკიკის ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად.

გაქვთ დიაბეტი – ამ დროს უმჯობესია დაიცვათ ზომიერება.

გაქვთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ვინაიდან, შესაძლოა გართულდეს საზამთროში შემავალი შაქრის მონელების პროცესი.

წყარო: მკურნალი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 9900 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა – გადაამოწმეთ მისამართები
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ ვახო სანაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • დიპლომატებს პოლიტიკოსების სასამართლოზე დასწრების უფლება არ მისცეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge