სოციალურ მუშაკთა გაერთიანება სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“უზომოდ დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი კოლეგის, სოციალური მუშაობის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელის მაია მგელიაშვილის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს და პროფესიულ თემს. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სოციალური მუშაობის განვითარებაში, ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის გაუმჯობესებაში და მათ შორის, ჩვენი პროფესიული კავშირის შექმნაშიც. ის იყო პირველი ადამიანი, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს საქმიანობას.
მაიკო დიდი დანაკლისია როგორც ოჯახისა და ახლობლებისთვის, ასევე პროფესიისა და ქვეყნისთვის. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ბავშვის უფლებების დაცვის საკითხში”