მუსიკალურ პროდიუსერ სტივი ჯისა და ნუცა ბუზალაძეს შორის, შესაძლოა, თანამშრომლობა შედგეს.
სტივის ნუცას გაცნობა მოუთხოვია – ეს მაგარი გოგო გამაცანითო.
ამის შესახებ ზაზა შენგელია “პრაიმტაიმთან” კომენტარს აკეთებს:
– ზაზა, მაინც რატომ სთხოვდით ნუცას დაჟინებით ამ სიმღერის ჩაწერას?
ზაზა შენგელია: ძალიან ლამაზი სიმღერაა და ამიტომ. მოუსმინეთ და განსაჯეთ. რაც შეეხება სტივი ჯის, წარმოშობით აფრო ამერიკელი პროდიუსერია, არაერთი ჰიტის ავტორია, გახლავთ გრემის მფლობელი და უმუშავია ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც ბიონსე და რიანა არიან. სწორედ მან მოინდომა ნუცას გაცნობა. ნუცა პროექტის ძლიერი კონკურსანტი გახლდათ. მას აქვს ვარსკვლავისთვის საჭირო ბევრი თვისება. ის უკვე ვარსკვლავია.
– სტივისა და ნუცას სავარაუდო თანამშრომლობაზე რისი თქმა შეგიძლიათ?
– ჯერჯერობით, ბუნებრივია ვერაფერს გეტყვით. ძალიან ნაადრევია იმაზე საუბარი, სამომავლოდ გაგრძელდება თუ არა მათ შორის თანამშრომლობა. თუმცა, ხომ ხედავთ რა პატარაა სამყარო და როგორი დამთხვევა მოხდა – ოდესღაც სტივის მეუღლის სიმღერა ჩაუწერია ნუცას. მეტს ვერაფერს გეტყვით, უფლება არ მაქვს.
