ცნობილ მუსიკოსს, დათო ევგენიძეს მისმა მეგობარმა, მომღერალმა გიორგი მახარაშვილმა ღვიძლი გადაუნერგა.
ოპერაცია რამდენიმე დღის წინ თურქეთში ჩატარდა.
მახარაშვილმა ევგენიძისა და საკუთარი ჯანმრთელობოს მდგომარების შესახებ ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. დღეს ცოტა უკეთ ვარ მეც და დათოც. რაღაცების ჭამაც დავიწყეთ, დერეფანშიც ვსეირნობთ. იმდენმა ადამიანმა გვისურვა კარგი, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. გკოცნით და გეხვევით“,- აღნიშნა მან.
