მუსიკოსმა დათო ევგენიძემ თურქეთში ღვიძლი გადაინერგა.
სოციალურ ქსელში ევგენიძის უახლოესი ადამიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
მისი დონორი ევგენიძის მეგობარი, გიორგი მახარაშვილია.
„დათო ქვედა სართულზე ჰყავთ რეანიმაციაში. გიორგი უკვე პალატაშია. ორივე კარგად არის, მაგრამ საშინელი ტკივილები აქვთ, რისი ბოლომდე გაყუჩებაც არ შეიძლება, ღვიძლი რომ არ დაუზიანდეთ, ამიტომ, ძირითადად, აძინებენ. ქირურგმა თქვა, ასეთი რთული გადანერგვა არ მქონიაო“, – წერს მისი მეგობარი, ლეკა მიქაძე სოციალურ ქსელში.