“ავბედითი თერთმეტი წლისთავია კრიმინალურ ქართული ოცნების შექმნიდან”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“11 წლის წინ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პირადი გადაწყვეტილეებით, ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურთა სქემების სრული დაცვით, სულგაყიდული ვითომ პროდასავლელი ან ვაი–ეროვნული პოლიტიკოსების თანამონაწილეობით და რუსი–კრიმინალ–ოლიგარქ ივანიშვილის ლიდერობით დაფუძნდა ე. წ ქართული ოცნება, რომელმაც დღეისათვის საქართველოს თავისუფლება უკვე მიჰყიდა მოსკოვს. ეს დღე ისტორიაში შევა როგორც უდიდესი ღალატისა და გამყიდველობის თარიღი, მონაწილენი გასამართლდებიან.
ავბედითი თერთმეტი წლისთავია კრიმინალურ ქართული ოცნების შექმნიდან. მაშინ ყველა პარტია და პოლიტიკოსი ივანიშვილს უჭერდა მხარს ან დუმდა. მაშინაც ერთადერთი ჩვენ ვებრძოდით ხმალ–ამოღებული. აი მაშინდელი ჩემი განცხადება.”