“ტერიტორიის დატოვებამდე, აღდამში უკანონოდ დასახლებული სომხები სახლებს და მაღაზიებს წვავენ” – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია Sputnik Armenia-ზე დაყრდნობით იუწყება.
მამაკაცი, სახელად არმენი, ამბობს, რომ საკუთარ სასურსათო მაღაზიას და სახლს დაწვავს.
“მოგვცეს დრო, რომ ხვალამდე წავიდეთ. ყველაფრის წაღებას ვერ ვახერხებთ. ამიტომ უპრიანია, ყველაფერი დავწვათ. მე თურქებს არაფერს დავუტოვებ” – განაცხადა მან.
არმენის თქმით, სოფელ ბოიახმედლიში ის 10 წლის წინ დასახლდა.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხები სახლებს ქალბაჯარშიც წვავენ, რითიც გარემოს აზიანებენ.