გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 697 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 93 092 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. გამოჯანმრთელდა 2 409 პაციენტი და საერთო რაოდენობა 73 877-ს შეადგენს. გარდაიცვალილია 38 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 853 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.