Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ შევუწყოთ ხელი სიმაღლეში ზრდას

April 20, 2023
როგორ შევუწყოთ ხელი სიმაღლეში ზრდას

დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ცილოვანი საკვები აძლიერებს, გლუკოზა კი, პირიქით, თრგუნავს. ამიტომ, ბავშვის კვების რაციონში მუდმივად უნდა შედიოდეს კაკალი, კვერცხი, ხორცი, ხაჭო; ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კანფეტები, ტკბილი სასმელები – მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით.

სასარგებლო პროდუქტია კვერცხი. მის შემადგენლობაშო შედის პროტეინი, რაც თავისთავად იწვევს კუნთოვანი სისტემის აქტივაციას და მას ელასტიკურობას ანიჭებს. ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ.

ნიგოზი – ნიგოზი შეიცავს E ვიტამინს, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია. ასევე, შეიცავს ორგანულ ნაერთებს და დიდი რაოდენობით შედის ფოსფორი, რომელიც ძვლის ოსტეოგენეზში მონაწილეობს.

ზრდის სტიმულაციისთვის არსებობს ასეთი ხალხური საშუალება: 25 ცალი ასკილი დაჩეჩქვეთ და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამე, მეორე დილას გადაწურეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა გამოწურული სტაფილო, ერთი ჭიქა გაწურული ჭარხალი, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 2 სადილის კოვზი თაფლი და 2 ცალი ლიმონის წვენი. ამგვარად მომზადებული ნაყენის დალევას დაიწყებთ რვის ნახევარზე (დილით) და ყოველ საათში სვამთ ერთ ჭიქას. ეს კეთდება თვეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში. შემდეგ სამი თვე ისვენებთ, შემდეგ ისევ სამჯერ გააკეთებთ სამი თვის განმავლობაში და ასე შემდეგ.

ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში. ამავე მიზნისთვის გირჩევთ, კვების რაციონში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები.

უნდა ვიცოდეთ აგრეთვე, რომ ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა – ძილის ნაკლებობა ზრდის ხელის შემშლელი ფაქტორია. ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება.

ყველაზე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. როცა ადამიანი ფიზიკურად იტვირთება, მათ შორის, გაწელვა-გაჭიმვაზე ვარჯიშები საშუალებას გვაძლევს, რომ სტიმული მივცეთ სემატოტროპილის გამომუშავებას. ეს არის ჯანმრთელი ადამიანისთვის, მაგრამ არსებობს დაავადებები, რომლებიც ძალიან პატარა ასაკიდან არის საყურადღებო. მშობელი როგორც კი შეამჩნევს, რომ ბავშვი ჩამორჩა ზრდას, მაშინვე უნდა მიმართონ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.

ნერვული აშლილობა არის ერთ-ერთი მთავარი, რაც ხელს უშლის ადამიანს სიმაღლეში ზრდაში. როცა ადამიანს აქვს ნერვული აშლილობა, შესაბამისად მას არ აქვს ძილი მოწესრიგებული. სომატოტროპილიც ვერ გამომუშავდება იმ რაოდენობით, რაც საჭიროა ორგანიზმისთვის.

ზღვის პროდუქტები იდეალურია ზრდის ხელშეწყობისთვის, ძალიან სასარგებლოა ცხიმიანი თევზი, რომელიც A და D ვიტამინებს შეიცავს.

წყარო: თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ამხანაგო პუტინ, ჩადი სტამბოლში და მოლაპარაკებები დაიწყე, თუ ღმერთი გწამს“ – ბრაზილიის პრეზიდენტი
  • „ერთი წყალმა წაიღო, როცა ამოჰყავდათ, 2 მანქანაშიაო“ – ადგილზე მყოფები ღამით, მტკვრის სანაპიროზე მომხდარი ავტოავარიის შესახებ
  • რომელი ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება თბილისში? – შეიზღუდება საავატომობილო გადაადგილება და ტრანსპორტის მოძრაობის სქემა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge