მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი ქალბატონი შორენა არჯევანიძე და თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მცხეთის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარის ვერიკო ხუბერაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახს. ქალბატონი ვერიკო გამოირჩეოდა ადამიანური ღირსებებით, კოლეგიალობით, კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით. იგი დაგვაკლდება ყველას”