გუშინ ცხინვალში მოკლეს სოფელ დმენისის მცხოვრები, 38 წლის სოსლან ვალიევი. მამაკაცი დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ცხინვალის ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული, 1989 წელს დაბადებული გიორგი სიუკაევია, რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს.
დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა საგანგებო შეხვედრა გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან.