ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მეუღლეს, ექიმ-რევმატოლოგს, ანა თოფურიას კორონავირუსიდაუდასტურდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თავად თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
„ჩემმა მეუღლემაც გაიკეთა ტესტი და ისიც დაინფიცირებულია,“ – ამბობს ცერცვაძე ჩვენთან საუბრისას.
ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.