ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ამბავი „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრის, გიორგი ჩალაძისა და ანა წითლიძის ქორწინების შესახებ.
ამასთან დაკავშირებით ჩალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მან გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.
„სინამდვილეში ეს ამბავი იყო ასე:
ჩემი და ანის ამ ლამაზ ამბავს ვფარავდით და გადავწყვიტეთ პოლონეთში გაგვეხადა საჯაროდ.
ამის გამო ვიყავით მთელი დელეგაცია ვარშავაში ( ნუ თან მიშას ჯილდო შევიძინეთ)
მეჯვარეები: პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ივერი ბალახაშვილი და იგორ ნარმანია.
ანის მხრიდან თვითონ იტყვის.
ახლა მაინც მიხვდებიან კოლეგა ოპოზიციონერები როგორ შეგვიშალეს ამ ბედნიერ დროს ხელი.
აქვე დავამატებ – ჩემი რელიგია მაძლევს რამდენიმე მეუღლის უფლებას, ასე რომ წინა ქორწინება ისევ ძალაშია. ერთი დიდი ნაციონალური ოჯახი ვართ“ , – წერს ის.
ზემოაღნიშნულს სოციალური ქსელით ასევე გამოეხმაურა ანა წითლიძეც.
„მეგობრებო:)
ჩემს თავზე იმდენი წარმოუდგენელი ჭორი გამიგია და შეუთხზავთ, ვერაფრით გამაკვირვებენ:)
მხოლოდ მადლობა ეკუთვნით ჭორის ავტორებს, ამ დაძაბულ და სტრესულ გარემოში ღლიცინის შესაძლებლობისთვის:)
ბოლო ორი დღეა TV Imedi და ქოცების ტროლ ბოტების განსაკუთრებული სამიზნე ვარ და J’adore – მხოლოდ პატივია რომ იციან ვის უნდა ებრძოლონ.
მე ისევ მათ ისტერიკაზე გავერთობი:) “ , – დაწერა მან.